Volvo მომდევნო წლებისთვის 5 EV-ს და 2 Plug-In ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს. პირველი ახალი ელექტრომობილი მომავალ წელს გამოვა

გასულ კვირას Volvo მაიამიში თავის დილერებს შეხვდა, შეხვედრაზე მომდევნო წლების ელექტრული გეგმები განიხილა.

შვედური ავტომწარმოებელი ელექტრიფიკაციის სტრატეგიას აჩქარებს და ათწლეულის ბოლოსთვის, როგორც ვარაუდობენ, სრულად ელექტრომომარაგებაზე გადადის.

მოკლევადიან პერსპექტივაში, გეგმა არანაკლებ ხუთი ახალი ნულოვანი გამონაბოლქვის მოდელის წარმოებას ითვალისწინებს.

ინფორმაციული შეხვედრა დილერებთან

Volvo-მ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან 800-მდე დილერი მოიწვია და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ პირველ ახალ ელექტრომობილს ბრენდი მომავალ წელს გამოუშვებს.

კონკრეტული დეტალები, იმის შესახებ თუ რომელი მოდელი გამოვა 2023 წელს, ცნობილი არ არის, თუმცა, ავტოსამყაროში ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა XC90-ის სრულად ელექტრული მემკვიდრე იყოს, რომელსაც საზოგადოება Embla-ს სახელით გაიცნობს.

(ცნობისთვის, XC90 წარმოებაში, დიდი ალბათობით, კიდევ რამდენიმე წელი დარჩება).

2 ქროსოვერი, სედანი და 2 ფურგონი

წინასწარი ინფორმაციით Volvo-ს ხუთი ახალი ელექტრომობილი მოიცავს დიდ და პატარა ქროსოვერებს, სედანს და ორ სპორტული ტიპის ფურგონს.

შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებმა ონლაინ გამოცემა Automotive News-ს განუცხადეს, რომ ავტომწარმოებელი 2 ფურგონს ახასიათებს, როგორც- “activity vehicles.” როგორც ჩანს, ფურგონის ტიპის ავტომობილები ფუნქციურად დატვირთული და უნივერსალური იქნება.

2 Plug-In ჰიბრიდი

გარდა ამისა, გეგმა 2 ახალ დანამატ ჰიბრიდს ითვალისწინებს. ეს S90 და XC90 PHEV-ების გადამუშავებული ვერსიები იქნება.

ელექტრიფიკაციის სტრატეგიის მხარდასაჭერად, ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ის აშშ-ში რიჯვილის ქარხანაში უფრო მეტი მანქანის აწყობას დაიწყებს და შესაბამისად, უფრო მეტ თანამშომელს დაიქირავებს.

“ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტომწარმოებელი”

შეხვედრაზე მყოფი დილერების განწყობა ვოლვოს ელექტრულ მომავალთან დაკავშირებით  საკმაოდ დადებითი იყო

„ვოლვო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწარმოებელია“- განუცხადეს Automotive News-ს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, Volvo XC60-ის EV ვერსიაზეც მუშაობს.

Gallery: Volvo Concept Recharge

Volvo

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFord Mustang Mach-E თუ Tesla Model 3 & Y?
შემდეგი სტატიაLotus-ის ელექტრო ჯიპის დებიუტი 29 მარტს გაიმართება