მთავარი სიახლეები VOLKSWAGEN Volkswagen-ის და ხელოვნების დიზაინის სტუდენტების მომავლის პროექტი-ელექტრომობილები და მობილობა

Volkswagen-ის და ხელოვნების დიზაინის სტუდენტების მომავლის პროექტი-ელექტრომობილები და მობილობა

32

Volkswagen-ისთვის სტუდენტების ჯანსაღი და ახალი შეხედულებელი ყოველთვის მისასალმებელია

Volkswagen-მა თავისი პირველი პროექტი “Long Distance Mobility and Living Space” ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის მიზანი საზოგადოებისთვის  მომავლის მობილობის/მოძრაობის ჩვენება იყო.

ფოლკსვაგენის დასავლეთის სანაპიროების ინოვაციური კერა- „ინოვაციისა და ინჟინერიის ცენტრი კალიფორნია“ (IECC) სამხატვრო აკადემიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომპანიის მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილების გაზიარებაა.

პროექტში ინდუსტრიული დიზაინის სკოლის 30 სტუდენტი მონაწილეობდა, ისინი იყვნენ- ინტერიერის დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, მოდის, რეკლამის და ვებ.მედიის მიმართულებებიდან.

პროექტის ფარგლებში იკვლევდნენ საქალაქთაშორისი მოგზაურობის მობილობის კონცეფციებს.

IECC-ი მიესალმება სტუდენტების ჩართულობას მსგავს აქტივოვებში და იზიარებს მათს ინოვაციურ ხედვებს,  ის მობილობის, გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური სისტემების სიახლეების შესწავლას ერთგულად ემსახურება.

ამ შთამბეჭდავ და ინოვაციურ პროექტს გლობალური Volkswagen Group Innovation-იც შეუერთდა.

პროექტის მონაწილეები 5 ჯგუფად არან დაყოფილი, მათი მიზანი ამერიკული ლანდშაფტის გათვალისწინებით მობილობის უნაკლო მოდელის შეიმუშავებაა.

კონცეფციის ორი ძირითადი საგანი-ელექტრული მანქანები და ავტონომიური მობილობაა.

სტუდენტური პროექტების ნახვა სპეციალურ მიკროსაიტებზეა შესაძლებელი.

ერთ-ერთი ფავორიტია „Orbis“ -ეს პროექტი საქმიანი მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. ამ პროექტის ნახვა ვიდეოზეა შესაძლებელი.

“Orbis”

პროექტი „Urban Cowboy“ თავგადასავლების მაძიებელი ენთუზიასტებისთვისაა. „X“ ჰაბი კი  ეკომეგობრული სივრეცეა შორმანძილზე მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის.

„Urban Cowboy“ და “X hub”

Volkswagen of America– ს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ხუთი ინდივიდუალური სტუდენტი, 5 სხვადასხვა გუნდიდან კომპანიის მიერ შემოწირულ სტიპენდიას მიიღებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Volkswagen

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]