ახალი რეტრო ფურგონის VW ID. Buzz-ის გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმება

მომავალი Volkswagen ID Buzz -ის შესახებ ბევრს საუბრობენ. ყველას აინტერესებს თუ რა იმალება ფერადი საფარველის ქვეშ. საზოგადოება  ამ კითხვაზე პასუხს 2022 წელს მიიღებს, ახალი ფურგონის გამოსვლის დროდ სწორედ 2022 წელი სახელდება.

ფოლკსვაგენის “თვითერული” პოსტი

ავტომწარმოებელმა სოციალურ მედიაში რეტრო სტილით შთაგონებული ფურგონის ფერადი, თიზერული ვიდეო გაავრცელა.

T1 60-იანი წლების თავისუფლების სიმბოლო

VW ID. Buzz-ის ახალი თიზერი გვპირდება, რომ რეტრო ფურგონი მალე გამოვა

Twitter-ის პოსტს აქამდე  ჩვენთვის ცნობილი შეტყობინებაც ახლავს თან. ახალ ID. Buzz-ს „აიქონური“ დნმ აქვს, ის პირდაპირ მიუთითებს კლასიკურ T1-ზე, რომელიც 1960-იანი წლების განმავლობაში თავისუფალი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა. VW პოსტშივე აანონსებს, რომ 2022 წელი ID-ის წელია.

რეტრო ფურგონი ამ თიზერით არ გაგვიცნია, ის ID.5-ის დებიუტის დროსაც ვიხილეთ. ხელმისაწვდომი იყო ტესტირების ამსახველი, შენიღბული სატვირთო ვერსიების ჯაშუშური ფოტოების ნახვაც.

ტესტირების ამსახველი ჯაშუშური კადრები

ელექტრომობილს ერთი ან ორი ძრავის ვერსია ექნება, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ორი ან ოთხივე ამძრავი ბორბლის ვერსია. ზოგიერთი მოდელის ცხენის ძალა 400-ს გაუტოლდება.

საინტერესოა კიდევ როდის ვიხილავთ რეტრო ფურგონის თიზერს. საავტომობილო საზოგადოებაში იმედოვნებენ, რომ ახალი ელექტრომობილი მათს მოლოდინებს გაამართლებს.

VW ID. Buzz

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია„Club de France“-ის 126-წლიანი ტრადიცია ანუ „სექსიზმი ავტოინდუსტრიაში”
შემდეგი სტატიაRolls-Royce Spectre-ის პირველი “თიზერი” გავრცელდა