„International Harvester Scout“-ის მოდიფიკაცია ელექტრულ ეპოქაში

Volkswagen– ის მძლავრი ელექტრო ჯიპის შესახებ ჭორები თავდაპირველად 2018 წელს გაჩნდა. 2020 წელს ეს თემა კვლავ გაჟღერდა და თან უცნაური სახელებიც გამოიკვეთა-“T-Rug” და “Ruggdzz”.

მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ ნაცნობი სახელი- Scout შეარჩიეს.

Volkswagen Scout-მკაცრი გარეგნობის ელექტრო ჯიპი
მკაცრი გარეგნობის ელექტრო ჯიპი

Volkswagen Group of America-ს მთავარი საოპერაციო ოფიცერის, იოჰან დე ნიშენის მიერ მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ნულოვანი გამონაბოლქვის გამავლობის მქონე ავტომობილების თემა განიხილებოდა.

ფოლკსვაგენმა Scout-ის სახელის გამოყენების ნებართვა Traton-ის მეშვეობით მოიპოვა. შვილობილი კომპანია აერთიანებს Man, Scania და Navistar ბრენდებს. Navistar-ი Harvester-ის უშუალო მემკვიდრეა, ის დღემდე ფლობს Scout-ის სასაქონლე ნიშანს.

Traton-მა Navistar-ი ივლისის დასაწყისში 3.7 მილიარდ დოლარად შეიძინა. რაც იმას ნიშნავს, რომ VW „Scout“-ის სახელს ახლა ოფიციალურად ფლობს და მას თამამად შეუძლია თავის ახალ მოდელს „სკაუტი“ უწოდოს.

კერძოდ, სავაჭრო ნიშანი ეხება ავტომობილებს, მსუბუქ და საშუალო სატვირთო მანქანებს და ჯიპებს, რომელთა მთლიანი წონა 1,088 კილოგრამზე მეტია.

ვარაუდობენ, რომ „Scout“-ი, შესაძლოა, ცალკე ბრენდადაც ჩამოყალიბდეს.

ვოლფსბურგელების პოცენტიური ყველგანმავალი ელექტრომობილის Volkswagen Scout-ის გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია.

ფოლკსვაგენს კიდევ რამდენიმე დიდი გეგმა აქვს, მან კიდევ ერთი სედანის თიზერი წარადგინა, რომელიც 2026 წლისთვის გამოვა.

მომავალი წლისთვის ID. Buzz-ის გამოშვება იგეგმება, შემდეგ იქნება Aero B სედანი. ID.1/ID.2-ს კი 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ.

ავტომწარმოებელმა ID ვერსია თვის დასაწყისში, მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა.

ჯერ არ არის ცნობილი თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებს Volkswagen Scout. VW-მ დააანონსა რომ ის MEB-ს და PPE-ს ერთი მასშტაბური სისტემების პლატფორმის (SSP) შესაქმნელად გააერთიანებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Volkswagen Scout

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]