მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, დიდი ალბათობით, ფასების უზარმაზარ ზრდას გამოიწვევს- უკრაინაში მიმდინარე ამბები ავტოინდუსტრიას პანდემიაზე მეტ პრობლემას შეუქმნის-VW

რუსეთის უკრაინაში შეჭრას, პანდემიაზე „დამანგრეველი“ გავლენა ექნება საავტომობილო ინდუსტრიაზე და ზოგადად, ევროპის ეკონომიკაზე-განაცხადა Volkswagen ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დიესმა.

დიესმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ, შესაძლოა, ფასების უზარმაზარი ზრდა, ენერგიის დეფიციტი და ინფლაცია გამოიწვიოს.

ევროპის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი ომის შედეგად გამოწვეული მიწოდების პრობლემებით საგრძნობლად დაზარალდა.

VW იძულებული გახდა გერმანიაში Zwickau-ს და Dresden-ის ქარხნებში მუშაობა შეეწყვიტა, სწორედ ამ ქარხნებში აწარმოებენ MEB პლატფორმაზე დაფუძნებულ ელექტრო მანქანებს.

მიწოდების პრობლემამ Audi და Cupra-ც დააზარალა.

Volkswagen-მა ბოლო დროს რამდენიმე plug-in ჰიბრიდულ მოდელზე შეკვეთების მიღება შეწყვიტა. მიზეზად, დიდწილად ნახევარგამტარების მიწოდების პრობლემა სახელდება. ამ სიაში მოხვდნენ- Golf-ი, Passat-ი და Tiguan-ი.

”გერმანიისთვის და ზოგადად, ევროპისთვის ამ ომის საფრთხე უზარმაზარია”-განაცხადა დიასმა

ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიის რუსულ ენერგიასა და ნედლეულზე დამოკიდებულებას.

„თუ წარმოგიდგენიათ სცენარი, როდესაც ჩვენ გავწყვეტთ საქმიან ურთიერთობებს რუსეთთან, რაც ალბათ მოგვიწევს. ჩვენ ენერგიის მიწოდების პრობლემა შეგვექმნება და ეს ევროპასა და გერმანიაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.“

Volkswagen Group-მა რუსეთში კალუგასა და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნებში წარმოება შეაჩერა და ქვეყნის მასშტაბით მანქანების გაყიდვა შეწყვიტა.

კალუგას ქარხანაში 4000 ადამიანია დასაქმებული და რუსული ბაზრისთვის აშენებენ-Volkswagen Tiguan-ს, Volkswagen Polo-ს, Skoda Rapid-ს, Audi Q7-ს და Audi Q8-ს.

ნიჟნი ნოვგოროდის ქარხანა ამავდროულად აშენებს Volkswagen Taos-ს, Skoda Kodiaq-ს, Skoda Karoq-ს და Skoda Octavia-ს.

Porsche-მ  შეჭრის შემდეგ 2 კვირის ვადით ლაიფციგში, გერმანიაში, თავის ქარხანაში წარმოება შეწყვიტა.

Skoda-მაც მიწოდების დეფიციტის გამო წარმოება შეამცირა, ავტომწარმოებელმა Enyaq iV-ის ელექტრო ჯიპის გამოშვება შეზღუდა.

„უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Skoda Auto-ს რამდენიმე ადგილობრივი მიმწოდებლისგან ნაწილების მიწოდების კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, ეს კი ჩვენს ზოგიერთ მოდელზე ახდენს გავლენას.“-თქვა ჩეხურმა კომპანიამ

Financial Times-ი იტყობინება, რომ დიესი “მაქსიმალური სანქციების” მომხრეა, თუმცა, გამოსავალს მოლაპარაკებების დაწყებაში ხედავს.

VW

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini-მ და Ferrari-მ რუსეთში ბიზნესი შეაჩერეს
შემდეგი სტატია2023 Aston Martin V12 Vantage-თიზერი სადებიუტო თარიღად 16 მარტს გვიანონსებს