გთავაზობთ რუბრიკას- 2022 წლის ელექტრომობილები, „როდის რას უნდა ველოდოთ“ სეზონების და თვეების მიხედვით

გთავაზობთ საინტერესო რუბრიკას 2022 წლის ელექტრული გეგმების შესახებ. რუბრიკის შემდეგი თვე მარტია, გაზაფხული საინტერესო და ნაყოფიერი სიახლეებით იწყება:

მარტი

Cupra Born:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
Cupra Born-ი ესპანური ავტომწარმოებლის პირველი სრულად ელექტრო მოდელია

Cupra Born-ი ესპანური ავტომწარმოებლის პირველი სრულად ელექტრო მოდელია. ის ფოლკსვაგენის ID 3-ის მსგავს პლატფორმაზეა დაფუძნებული.

Cupra Born აღჭურვილი იქნება სამი წამყვანი ვერსიით, 45 კვტ/სთ ბატარეის პაკეტით, 58 კვტ/სთ ბატარეით და 77 კვტ/სთ ბატარეით. ფლაგმანური ვერსია 539 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. Cupra Born-ის დამუხტვა 10-80 %-ით მხოლოდ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.

VW-ს MEB პლატფორმაზე დაფუძნებულ Born-ს, მართალია ID ჰეჩბექის მსგავსი ძრავა და ტექნოლოგია აქვს, მაგრამ ის ID-ისგან განსხვავებით სპორტულ სტილს ირჩევს, და ეს ფაქტი, Born-ს, რიგი მომხმარებლებისთვის, უფრო მიმზიდველს ხდის.

Ora Cat:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
ჩინური EV ბრენდის Ora-ს რეტრო სტილის ავტომობილი გაყიდვაში ამ წლის დასაწყისში გამოვა

ჩინური EV ბრენდის Ora-ს რეტრო სტილის ავტომობილი გაყიდვაში ამ წლის დასაწყისში გამოვა. Volkswagen ID 3-ის კონკურენტი მომხმარებლებს 420 კმ-იან დიაპაზონს სთავაზობს და მისი ღირებულება £25,000 გირვანქა სტერლინგია.

წინა ღერძზე დამონტაჟებული ძრავი 169 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამბობენ, რომ ავტომობილი იდეალურია ქალაქში მოძრაობისთვის. 0-დან 48 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3,8 წამი სჭირდება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,5 წამი.

Tesla Model Y:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
Model Y-ს ორი ელექტროძრავი და ყველა წამყვანი თვალი აქვს

Model Y-ს ორი ელექტროძრავი და ყველა წამყვანი თვალი აქვს. ავტომობილს 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3.5 წამი სჭირდება. დატენვის დიაპაზონი 524 კმ-ია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ-ია.

ავტომობილი ბაზარზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გამოვა. მისი ფასი, დაახლოებით, 56,990 აშშ დოლარი იქნება.

Volkswagen ID 5:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
საწყისი დონის მოდელების ფასი 45,000 აშშ დოლარიდან იწყება

ID 5 პატარა ზომის  ID 4-ზეა დაფუძნებული. საწყისი დონის მოდელების ფასი 45,000 აშშ დოლარიდან იწყება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 172 ან 201 ცხენის ძალის ელექტროძრავის არჩევა. სტანდარტული 77 კვტ/სთ ბატარეა 519 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

GTX მოდელი, როგორც ჩანს, 295 ცხენის ძალას უზრუნველყოფს და ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6,3 წამში შეძლებს.

Volvo C40 Recharge:

2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მანქანა C40 Recharge კუპეს სტილს იღებს

ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მანქანა C40 Recharge კუპეს სტილს იღებს. ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს. მისი 78 კვტ/სთ-იანი ბატარეა 418 კმ-იან დიაპაზონს უზუნველყოფს.  ელექტრომობილის ფასი 58,750 აშშ დოლარიდან იწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

2022 ელექტრომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]