რეტრო სტილით ინსპირირებული ფურგონი Volkswagen ID Buzz მარტში გამოვა- ავტომწარმოებელი გაზაფხულს ახალი მუხტით, ახალი დინამიკით იწყებს

Volkswagen-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და „ყოვლის მნახველი“ მანქანის ელექტრული „ტრანსფორმირება“ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიაში მუშაობენ „ადამიანები, რომლებსაც მანქანები უყვართ“-

ასე აფასებს ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი რალფ ბრანდშტეტერი ფოლკსვაგენის ცნობილი ფურგონის ელექტრულ სამყაროში რეინკარნაციას. ფურგონი 60-იანი წლების თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა.

უკან, 50-იანებში…

ID Buzz van, ორიგინალი Type 2-ის რეტროფუტურისტული „გამოვლინება“ საზოგადოების წინაშე 9 მარტს წარდგება. ის MEB-ზე დაფუძნებული ელექტრომობილების სწრაფად მზარდი ოჯახის საპატიო წევრი იქნება.

ბრენდშტეტერმა აღნიშნა რომ „ ფურგონი ელექტრულ მოდელებს შორის ყველაზე ემიციური/ნოსტალგიური იქნება“ მას იმედი აქვს, რომ ID Buzz ფოლკსვაგენის სწრაფვაში, გახდეს ყველაზე სასურველი ბრენდი, მთავარ როლს შეასრულებს.

ახალი ფურგონი ID 3 ჰეჩბექის, ID 4 და ID 5 ჯიპის მსგავსად MEB პლატფორმას გამოიყენებს.

ID Buzz კონცეფცია

Volkswagen ID Buzz -ენთუზიასტებზე ორიენტირებული ელექტრომობილების ტალღა იწყება
ID Buzz-ის წინასწარი მიმოხილვების გათვალისწინებით ფურგონი 2017 წლის კონცეფციის ძირითად დეტალებს იმეორებს

ID Buzz-ის წინასწარი მიმოხილვების გათვალისწინებით ფურგონი 2017 წლის კონცეფციის ძირითად დეტალებს იმეორებს, თუმცა რამდენიმე ასპექტი ინტერიერის გაზრდის მიზნით მცირედით შეიცვალა.

ფურგონის წინა მხარე სხვა ID მოდელების კონცეფტის მატარებელია. ის ორი სახით, სტანდარტული და გრძელი ბაზით Volkswagen-ის ქარხანაში ჰანოვერში, გერმანიაში აშედენდება.

კონცეფციის 369 ცხენის ძალის 4WD კონფიგურაცია დიაპაზონის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, დიდი ალბათობით, შემცირდება, თუმცა, მას ID 4 GTX-ის მსგავსი, 295 ცხენის ძალა ექნება.

Volkswagen ID Buzz

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
შემდეგი სტატიაKlein Vision Aircar -სლოვაკეთის ხელისუფლება მფრინავ მანქანას საექსპლუატაციო სერთიფიკატს აძლევს