Volkswagen-ის პირველი სრულად ელექტრო სედანის ID. Aero-ს დებიუტი 27 ივნისს შედგება, სერიული ვერსია თავდაპირველად ჩინეთში გაიყიდება

საავტომობილონ სივრცეში Volkswagen-ის სრულად ელექტრო, ოთხკარიანი სედანის გამოშვებასთან დაკავშირებული ინცორმაციული ჭორები, დიდი ხანია ტრიალებს.

ელექტრომობილი თავდაპირველად Aero B-ს სახელით გაგვაცნეს, გვთავაზობდნენ თიზერებსა და ჯაშუშურ კადრებს. მისი დებიუტი აპრილში, ჩინეთში უნდა შემდგარიყო, თუმცა, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე გარკვეული დროით გადაიდო.

ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ელექტრო სედანის დებიუტი 27 ივნისს შედგება, ფოლკსვაგენმა წარმოების სახელიც დააანონსა, ავტობილს ID. Aero ჰქვია.

თვის ბოლოს სედანი კონცეფციის სახით გამოჩნდება, მაგრამ გერმანული ბრენდი ადრე თუ გვიან ამ კონცეფციას საწარმოო სახეს აუცილებლად მისცემს.

კონცეფცია-ID. Aero

Volkswagen ID. Aero- ელექტრო სედანის დებიუტი 27 ივნის შედგება
ავტომობილს საკმაოდ მოქნილი ფორმები აქვს

როგორც VW-ის პირველ სრულად ელექტრო სედანის, ID. Aero-ს თიზერულ ფოტოში ვხედავთ ავტომობილს საკმაოდ მოქნილი ფორმები აქვს, მისი ვიზუალი სპორტული, სწრაფი მანქანის გამოხატულებაა.

ხაზები მინიმალისტურია, აღსანიშნავია უკან განთავსებული ლედ გრაფიკა. ფოლკსვაგენი სედანს ახასიათებს, როგორც-“გამორჩეული აეროდინამიკა, ელეგანტური დიზაინი და კომფორტული სივრცე“.

როგორც უკვე აღვნიშნე ის ჯერ მხოლოდ კონცეფციაა და შესაბამისად თიზერიც კონცეფციის სახეს გვაჩვენებს.

ელექტრო სედანის ჯაშუშური კადრები

საწარმოო ვერსია მისგან ცოტათი განსხვავებული იქნება. ამას გავრცელებული ჯაშუშური ფოტოები მოწმობს, ჭკვიანურად შეფუთული მანქანა მნიშვნელოვან დეტალებს მალავს.

VW ID. Aero ბრენდის ცნობილ (MEB) პლატფორმაზეა დაფუძნებული. ტექნიკური დეტალები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, თავდაპირველად გამოვლენილი Aero B კონცეფცია 700 კმ-იან დიაპაზონს გვთავაზობდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, Volkswagen-მა ელექტრო სედანის დებიუტი 27 ივნისს ჩანიშნა.

წარმოების ვერსია თავდაპირველად ჩინეთში 2023 წლის მეორე ნახევარში გაიყიდება.

ID-ის ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპული ვერსიების დებიუტი კი 2023 წელს შედგება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Volkswagen ID. Aero

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]