Volkswagen-ს MEB არქიტექტურულ პლატფორმაზე დაფუძნებული EV-ების დიაპაზონის 700 კმ-მდე გაზრდა სურს, მწარმოებელი დატენვის სიჩქარის გაუმჯობესებასაც გეგმავს

Volkswagen-მა საზოგადოებას თავისი ახალი გეგმა წარუდგინა, ავტომწარმოებელს MEB პლატფორმის დიაპაზონის გაზრდა სურს, კომპანია საორიენტაციოდ 700 კმ-ს ასახელებს.

Volkswagen-ს დიაპაზონის, დატენვის სიჩქარის და წარმადობის გაზრდა სურს

Volkswagen-ი MEB პლატფორმაზე დაფუძნებული EV-ებისთვის დიაპაზონს 700 კმ-მდე გაზრდის
ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ MEB-ზე დაფუძნებული ელექტრომობილების დატენვის სიჩქარე 200 კვტ-მდე გაიზრდება.

ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, მომავალ მოდელებზე მოახდენს გავლენას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოლკსვაგენს უკვე არსებული მოდელების (ID.3, ID.4. და ID.5, ასევე ახალი ID Buzz) დიაპაზონის განახლებაც შეუძლია.

VW-ის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაში MEB-ზე დაფუძნებული ელექტრომობილების პორტფოლიოა ასახული. დიაგრამის მიხედვით ID Life და Aero B-ს გამოშვება 2025 წლისთვის იგეგმება.

ნაკლებსავარაუდოა, რომ ID Life-მა 700 კმ-იანი დიაპაზონი უზრუნველყოს, მაგრამ, დიდი ალბათობით ამას Aero B მოახერხებს.

დატენვის სიჩქარე

ავტომწარმოებელმა ასევე აღნიშნა, რომ MEB-ზე დაფუძნებული ელექტრომობილების დატენვის სიჩქარე 200 კვტ-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, ამჟამად MEB პლატფორმისთვის ყველაზე სწრაფი დატენვის სიჩქარე 125 კვტ-ია. როგორც ვხედავთ, ფოლკსვაგენი, ფაქტობრივად, ამ ციფრის გაორმაგებას აპირებს.

წარმადობა

გაუმჯობესდება წარმადობაც- VW-ს თავისი უსწრაფესი სრულამძრავიანი MEB EV-ებისთვის 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარების შემცირება 5,5 წამამდე სურს.

ამჟამად, VW ID.5 GTX 299 ცხენის ძალით, 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 6.2 წამში ახერხებს. ასე რომ ფოლკსვაგენს აჩქარების დროის 0.7 წამით შესამცირებლად სიმძლავრის გაზრდა 350 ცხენის ძალამდე მოუწევს.

“ელექტრომობილების სადარაჯოზე”

MEB პლატფორმა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ელექტრომობილების ტარება იტვირთა, Volkswagen-მა MEB-ის განვითარება 2015 წლიდან დაიწყო.

პირველი საწარმოო მანქანა, რომელიც ამ პლატფორმას დაეფუძნა Volkswgen ID.3 იყო. ახლა მას 9 განსხვავებული მოდელი იყენებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ფოლკსვაგენის მოდელებისა, მებ პლატროფრმას Skoda და Audi-ც იყენებენ.

Volkswagen

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini-ს წარმატებული პირველი კვარტალი
შემდეგი სტატიაLotus Type 133- ელექტრო სედანი 600+ ცხენის ძალით