საკულტო ფილმ Fast and Furious-ის მსახიობის ვინ დიზელის ავტოფარეხი მანქანებითაა სავსე, ამბობენ, რომ მისი დომენიკ ტორეტოსაც კი შეშურდებოდა

ცნობილ და წარმატებულ მსახიობს, კინორეჟისორსა და პროდიუსერს ვინ დიზელს ავტომობილების შთამბეჭდავი და მდიდარი კოლექცია აქვს.

მსახიობი თავისი პერსონაჟის, ცნობილი და საკულტო დომენიკ ტორეტოს ცხოვრებისეულ ღირებულებას, ავტომობილებისადმი სიყვარულს იზიარებს და მეტიც, ვინ დიზელის ავტოკოლექცია საკმაოდ მდიდარი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია.

მაშ ასე, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

1963 Chevrolet Corvette Sting Ray

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია
1963 Chevrolet Corvette Sting Ray Z06 (C2); top car design rating and specifications

ვინ დიზელის კოლექციაში და არა მარტო, მთელს ამერიკულ ავტოინდუსტრიაში Sting Ray ყველაზე ლამაზი მანქანაა.

მანქანის მხოლოდ 100 ეგზემპლარი შეიქმნა და ერთ-ერთი იღბლიანი, რომელსაც ეს ექსპონატი ერგო სწორედ ვინ დიზელი აღმოჩნდა.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

5.4 ლიტრიანი V8 ძრავით მომუშავე Stingray 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 228 კმ/სთ-ს აღწევს.

1966 Pontiac Bonneville

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

კიდევ ერთი ამერიკული მანქანა, რომელიც ვინ დიზელის ავტოფარეხს ამშვენებს 1966 წლის Pontiac Bonneville-ია, ფენომენალური მანქანა 1958 წლიდან 2005 წლამდე იქმნდებოდა.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

ეს 1966 წლის Pontiac Bonneville ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პონტიაკია. გარდა სიგრძისა ის საკმაოდ მძიმეა, მისი წონა 2 ტონას უტოლდება.

კონკრეტულად ეს მოდელი V8 ძრავით 481 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

1994 Toyota Supra Turbo

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

1994 წლის Toyota Supra ერთ-ერთ საკულტო მანქანად ითვლება. იაპონურ იმპორტზე Fast and Furious-მა დადებითად იმოქმედა.

Supra Turbo-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4,6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 257 კმ/სთ-ს უტოლდება.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

მსახიობმა მანქანა თავის ავტოფარეხში Fast and Furious-ის წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ მიიყვანა.

1970 Dodge Charger Tantrum

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

ეს კუნთებიანი, ფენომენალურად ლამაზი მანქანა თავისი ესთეტიკით ვინ დიზელის ავტოფარეხში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

1970 წლის Dodge Charger Tantrum-ს კორპუსის განახლებული, სრულიად ახალი ნახშირბადბოჭკოვანი წინა ნაწილი აქვს.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

ავტომობილი მსახიობს 52 წლის იუბილეზე Fast and Furious-ის გუნდმა აჩუქა. რთულია ტორეტოს როლის შემსრულებელს კუნთებიანი მანქანები არ უყვარდეს.

თავისი 9.0-ლიტრიანი V8 ძრავით ავტომობილი 1650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს Tantrum-ი დაახლოებით 700 000 დოლარი ღირს.

1969 Dodge Charger Daytona

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

1969 წლის შეზღუდული გამოშვების Dodge Charger Daytona-ს საინტერესო ისტორია აქვს, მან 1968 წლის Dodge Charger 500-ის შეცდომები გამოასწორა.

1969 წლის Daytona-მ Talladega 500-ის სარბოლო ტრასა დაიპყრო და ის ქვეყნის ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული მანქანაა.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

ვინ დიზელმა აღდგენილი რეპლიკის შეძენაში 90,000 დოლარი დახარჯა. ავტომობილის V8 ძრავი 425 ცხენის ძალას გამოიმუშვებდა. ის მსახიობის ავტოფარეხში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელია.

2014 Lykan Hypersport

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

Fast and Furious-ში Lykan Hypersport-ი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო გმირის მანქანა იყო. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა.

ავტომობილის მოლოდ 7 ეგზემპლარი შეიქმნა და აქედან ერთ-ერთი სწორედ ვინ დიზელის ავტოფარეხში იკავებს საპატიო ადგილს.

ვინ დიზელის მანქანების კოლექცია

3,4 მილიონ დოლარად შეფასებული Lykan Hypersport-ი გამორჩეული Furious 7-ში იყო. მანქანას გასაოცარი, 394 კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარე აქვს.

მისი 3.7-ლიტრიანი ტყუპი ტურბო ძრავი 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ავტომობილივინ დიზელმა თავად შეიძინა…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ვინ დიზელის

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]