3-წუთიანი ვირტუალური ტური Tesla-ს ბერლინის „Gigafactory“-ში, Tesla Model Y-ს შექმნის პროცესი მხოლოდ ბონუსია

ვირტუალური ტური ბერლინის Giga საწარმოში

Tesla-მ ბერლინის Gigafactory საბოლოოდ გახსნა. ეს ავტომწარმოებლის პირველი ევროპული წარმოების კერაა, რომელშიც უდიდესი ინვესტიცია- 5,5 მილიარდი დოლარია ჩადებული.

ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად Tesla თავისი YouTube არხის მეშვეობით ვირტუალურ ტურს გვთავაზობს.

თუ გგონიათ, რომ ეს მორიგი მოსაწყენი ვიდეო-პრეზენტაციაა, ცდებით. კალიფორნიულმა კომპანიამ გასაოცარი ვიდეო-ტური შემოგვთავაზა, რომელიც, „საავტომობილო კინემატოგრაფიაში“ ოსკარსაც კი აიღებდა.

3-წუთიან ვიდეოში ვეცნობით, როგორც მასიური წარმოების ობიექტს, ასევე Tesla Model Y-ს შექმნის პროცესსაც.

დრონი, რომლითაც პროცესია გადაღებული ელექტრო ქროსოვერის შექმნის პროცესის საინტერესო დეტალებს გვაჩვენებს. ეს „სიურეალისტური“ ვიდეო ბევრ კითხვას აჩენს…

Gallery: Tesla Gigafactory Berlin-Brandenburg

თავდაპირველად Tesla Gigafactory Berlin-ის გახსნა გარემოსდაცვითი და ბიუროკრატიული საკითხების გამო 8 თვით გადაიდო.

ქარხნის გახსნაზე მწვანე შუქი 2022 წლის 4 მარტს აინთო. Reuters-ის ცნობით, გახსნის ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვა მაღალი რანგის ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tesla-ს საწარმოსთვის 12000 ადამიანის დაქირავება სურს, ეს ფაქტი კი მას ბრანდენბურგის უმსხვილეს დამსაქმებელად აქცევს. ქარხანა წელიწადში 500 000 ელექტრო მანქანას გამოიმუშავებს.

უმსხვილესი საფინანოს კომპანიის, JPMorgan-ის პროგნოზით, Tesla Gigafactory Berlin-ი 2022 წელს, დაახლოებით, 54 000 მანქანას შექმნის.

2023 წელს ეს რიცხვი 280 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2025 წლისთვის ელექტრომობილების რაოდენობა 500 000-სს მიაღწევს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Gigafactory

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]