მიუხედავად იმისა რომ “სუპერქარები” ბევრს იზიდავს, ისინი ნამდვილად არ არის ყველასთვის, მაშინაც კი თუ ამის საშუალებას საბანკო ანგარიში იძლევა.

საშუალოზე მაღალი სიმძლავრით, უკანა წამყვანი ბორბლებით და დაუყოვნებელი რეაქციებით, ეს განსაკუთრებული ავტომობილები გამოუცდელი მძღოლებისთვის “დაუმორჩილებელი” ხდება ხოლმე, მით უმეტეს თუ ახალბედა მძღოლს “გაზაობა” ევასება.

ამის ნათელი მაგალითი: ვარდისფერი McLaren 570S, რომელიც რამდენიმე კვირის უკან ლონდონში გასაყიდად იყო გამოყვანილი.

ლონდონის სახანძრო ბრიგადის მეთაურმა საიმონ ტუჰილმა ამ ინციდენტის შესახებ საკუთარ Twitter – ზე გამოაქვეყნა. ინციდენტი კი 2020 წლის 6 აგვისტოს ლონდონის ერთერთ ქუჩაზე მოხდა, აღსანიშნავია ქუჩაზე სადაც ავარია დაფიქსირდა მხოლოდ 20 მლ/სთ დაშვებულია სიარული. ტუჰილის გადმოცემით მაკლარენის მძღოლმა დაკარგა კონტროლი, რაც სულაც არ არის გასაკვირი როდესაც ასეთ მონსტრს მართავ.

მაკლარენი McLaren
ვარდისფერი McLaren 570S ლონდონის გარეუბანში VW Golf – ს დაეჯახა

საინტერესოა რომ 570S არც მეტი და არც ნაკლები Volkswagen Golf – ს დაეჯახა. ფოტოებიდან ჩანს რომ მაკლარენის წინა მხარე მთლიანად არის დაზიანებული, ხოლო მისი ნამსხვრევები გარშემოა გაფანტული. რაც შეეხება გოლფის დაზიანებას, ფოტოებზე კარგად არ ჩანს, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ გოლფმა დაკარგა ორი “კალბაკი”.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მაკლარენი McLaren

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]