F8 Tributo-ზე დაფუძნებული უნიკალური  Ferrari SP48 Unica მარკის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შემნილი უახლესი კონსტრუქციაა

Ferrari თავის მომხმარებლებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. ბრენდი მათ საშუალებას აძლევს საკუთარი გემოვნებით და ფერარის გუნდის დახმარებით შექმნან ინდივიდუალური, მათ სტილზე მორგებული ავტომობილი.

იტალიურმა ავტომწარმოებელმა ახლახან „one-off“ ინდივიდუალური SP48 Unica წარმოადგინა.

ავტომობილი ბრენდის სპეციალური პროექტების პროგრამითაა შექმნილი, ის ავტომწარმოებლის ერთგულ და „გამორჩეულ“ კლიენტებს Ferrari-ს დიზაინერების გუნდთან ერთად უნიკალური მანქანები შექმნის საშუალებას აძლევს.

Ferrari SP48 Unica

კონკრეტულად ამ ავტომობილის ანონიმური მფლობელი კომპანიის დიზაინის მთავარ ოფიცერთან, ფლავიო მანზონისთან ერთად, კაშკაშა წითელი სუპერმანქანის შექმნაზე მუშაობდა.

სუპერმანქანა F8 Tributo-ზეა დაფუძნებული. ავტომობილს ტყუპი ტურბო 3.9-ლიტრიანი V-8 ძრავი აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, F8 Tributo-ს მსგავსად 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მისი ბრუნვის მომენტი 770 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ავტომობილის ექსტერიერი

Tributo-სთან შედარებით, ამ ავტომობილს უფრო კუთხოვანი, ისრის ფორმის კორპუსი აქვს. ამ ეფექტის მისაღწევად, ფარები და უკანა მაშუქები სრულად გადაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ უკანა შუქები Ferrari Roma-ს ინსპირაციით შეიქმნა.

სუპერმანქანის ცხაური 3D ეფექტის გამოყენებითაა შექმნილი. იმისთვის, რომ მანქანის ლითონის კორპუსს ერთიანი, დასრულებული იერი ჰქონდეს წინა სარკმელი სახურავზე და გვერდითა ფანჯრებზე გადადის. ავტომობილს უკანა ფანჯარა არ აქვს.

ცხაურის სამგანზომილებიანი ეფექტი მანქანის სახურავზე და ინტერიერის დეტალებში მეორდება.

ავტომობილის ინტერიერი

ინტერიერში F8 Tributo-ს ტექნიკური ასპექტების უმეტესობა შენარჩუნებულია. საერთო თემატიკასთან ესთეტიკურად და კომპოზიციურად შერწყმის მიზნით განახლდა ფერი და მორთულობა.

სალონის სავარძლები და ზოგადად, ძირითადი დეტალები შავი ალკანტარას ქსოვილითაა მოპირკეთებული.

დამატებულია წითელ-ნარინჯისფერი ქსოვილის ასპექტები, რომლებიც Unica-ს ექსტერიერის ფერს ეხმიანება.

შესრულება

როგორც უკვე აღვნიშნე ავტომწარმოებელს მექანიკურ ცვლილებებზე არაფერი უთქვამს. სუპერმანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,9 წამში შეძლებს, 0-დან 200 კმ/სთ-მდე კი- 7,8 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.

ავტომობილის ფასი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ F8 Tributo-ს ღირებულება 280 000 დოლარს შეადგენს.

Ferrari

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაშემდეგი თაობის Tesla Roadster-ი, შესაძლოა, მომავალ წელს გამოვიდეს
შემდეგი სტატიაBentley-ს არსებობის ისტორიაში საუკეთესო პირველი კვარტალი ჰქონდა