სამეფო ოჯახისთვის შექმნილი, უიშვიათესი Ferrari Testarossa Pininfarina Spider-ი RM Sotheby’s-ის ყოველწლიურ აუქციონზე გაიყიდება

1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მანქანის, Ferrari Testarossa-ს უკიდურესად იშვიათი მაგალითი Ferrari Testarossa Pininfarina Spider-ი აუქციონზე გაიყიდება.

მომავალ კვირას, RM Sotheby’s ლონდონის ყოველწლიურ აუქციონზე Testarosa Pininfarina Spider-ი გაიყიდება.

კაბრიოლეტი ბრუნეის სამეფო ოჯახისთვის შექმნილი შვიდი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და, სავარაუდოდ, ამ ფაქტის გამო ის სოლიდურ ფასად გაიყიდება.

Testarossa-ს დებიუტი 1984 წელს შედგა. ის წარადგინეს, როგორც Berlinetta Boxer-ის მემკვიდრე და უმოკლეს დროში ეპოქის განმსაზღვრელი სუპერმანქანა გახდა.

აუქციონის სახლის თანახმად, Pininfarina-ს დიზაინის ავტომობილი 12 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. ამ მოდელებიდან ერთი კაბრიოლეტის გარდა ყველა კუპე იყო, ის 1986 წელს  Fiat-ის თავმჯდომარის ჯანი აგნელისთვის შეიქმნა.

რა თქმა უნდა, ამ მოდელზე მოთხოვნა დიდი იყო, თუმცა ფერარიმ წარმოების გაგრძელებაზე უარი თქვა. (უნდა აღინიშნოს, რომ ფერარის პარტნიორი ფირმები, მათ შორის პინინფარინაც, ამ პროექტის გაგრძელების მომხმრეები იყვნენ).

რაც შეეხება სამეფო ოჯახისთვის შექმნილ ავტომობილებს- თითოეულს გამორჩეული ექსტერიერი და ინტერიერი ჰქონდა.

ეს კონკრეტული მაგალითი კლასიკური შავ-წითელის კომბინაციას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე კაბრიოლეტი 3 ათწლეულზე მეტს ითვლის ის მშვენიერ “ფორმაშია”.

მისი ეს მდგომარეობა გარბენმა განაპირობა, ავტომობილს მხოლოდ 413 კმ აქვს გავლილი.

კაბრიოლეტის საწყისი ღირებულება გასაკვირი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Agnelli-ს კაბრიოლეტი 2016 წელს 1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს კონკრეტული მაგალითი კი მასზე ბევრად კარგ მდგომარეობაშია და აუქციონზე მისი ფასი 2 მილიონ დოლარამდე აიწევს.

Ferrari Testarossa Pininfarina Spider

Ferrari Testarossa Pininfarina Spider

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაფრედი მერკურის Rolls-Royce Silver Shadow აუქციონზე გაიყიდება
შემდეგი სტატიაRam 1500 Revolution-ის დებიუტამდელი თიზერი გამოქვეყნდა