17 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, ულტრა იშვიათი 1936 წლის Bugatti Type 57S Atalante, შემოდგომაზე აუქციონზე გაიყიდება

“არაფერი არ არის ძალიან ლამაზი, არაფერი არ არის ძალიან ძვირი”- ეტორე ბუგატი.

იშვიათი Bugatti Type 57S Atalante Coupé ფრანგული ბრენდის საუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია.

ეს ომამდელი, შთამბეჭდავი კუპე 9 სექტემბერს RM Sotheby’s St. Moritz-ის აუქციონზე გაიყიდება.

ამ კონკრეტული აუქციონის დამატებითი ბენეფიტებია-1965 წლის Aston Martin DB5 Vantage და ელეგანტური 1957 წლის Mercedes-Benz 190 SL.

ეტორე ბუგატის შვილის, ჟან ბუგატის მიერ შექმნილი Type 57- S და SC ვარიანტებს (Surbaissé “დაბალი” და supercharger „კომპრესორი“) მოიცავდა.

Type 57S და 57SC Atalante გამორჩეული იყო თავისი დიზაინით, კუპეს დაბალი შასი და ელეგანტური არტ დეკო ესთეტიკა ჰქონდა.

მანქანები ტექნოლოგიური კუთხითაც გამორჩეულები იყვნენ, მათი 3.3 ლიტრიანი ძრავი 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 193 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

(შედარებისთვის, იმ დროს მანქანების უმეტესობა 80 კმ/სთ სიჩქარისთვის იბრძოდა).

მართლაც, Type 57-მა არაერთი მსოფლიო-რეკორდი დაამყარა. 1937 და 1939 წლებში ლე მანის 24 საათიც მოიგო.

ეს კონკრეტული მოდელი 17 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. 1936 წლით დათარიღებული 86 წლის მანქანა 2-ფერშია წარმოდგენილი, მას პრიალა შავი ძირი და კაშკაშა წითელი რკალისებრი დეტალი აქვს.

აუქციონის სახლის ინფორმაციით ვინტაჟური იშვიათობა თითქმის სამი ათეული წელია კერძო შვეიცარიული კოლექციის ნაწილია და ის გამორჩეულად კარგ მდგომარეობაშია.

ფასთან დაკავშირბული დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის საკმაოდ ძვირი ეღირება.

2020 წელს, Gooding & Company -ს აუქციონზე მსგავსი მოდელი 10,4 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა, აქ კი ისევ ეტორე ბუგატის ცნობილი გამონათქვამი მახსენდება, არაფერი არ არის ძალიან ძვირი… ვითომ?

Bugatti Type 57S Atalante

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bugatti Type 57S

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]