მთავარი სიახლეები თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით

120

მიწისძვრის მომენტში მანქანის მართვა- რეკომენდაციები და “არანორმატიული” პროტოკოლი

მიწისძვრა ბუნებრივი კატასტროფებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი და საფრთხილოა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა საშუალო სეისმურობის ზონად ითვლება (საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრები არაბეთის და ევრაზიის ფილების შეჯახებას უკავშირდება) და ჩვენთან ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, როგორებიც მაგალითად, იაპონიაში და თუნდაც სამხრეთი ამერიკის ზოგიერთ რეგიონში ხდება, მოსალოდნელი არ არის, საქართველოს თავის ისტორიაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა ახსოვს და შესაბამისად, ზოგადი პროტოკოლი, რომლითაც მიწისძვრის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

თუ მიწისძვრის მომენტში ავტომობილში იმყოფებით, რამდენიმე ძირითადი ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ:

1. ფრთხილად გადადით გზიდან რათა თავიდან აიცილოთ მიწისძვრით გამოწვეული შოკური ქაოსი, რომელიც შესაძლოა ზოგიერთმა მძღოლმა ეფექტურად ვერ მართოს.

არ დაგავიწყდეთ გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვა , მოძებნეთ უსაფრთხო ადგილი და გააჩერეთ ავტომობილი. თუ ესტაკადაზე იმყოფებით მყარ ადგილზე გადადით და ისე გააჩერეთ თქვენი მანქანა.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
ფრთხილად გადადით გზიდან

2. მოძებნეთ ისეთი უსაფრთხო ადგილი, სადაც საგნების/ნივთების ცვენის საშიშროება არ იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში მოძრაობის დროს მანქანის გასაჩერებლად სასურველი ადგილის მოძებნა არა თუ მიწისძვრის დროს, არამედ ჩვეულებრივ სიტუაციაშიც რთულია, ეცადეთ და მეტ-ნაკლებად მოსახერხებელი ადგილი შეარჩიეთ.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
მოძებნეთ უსაფრთხო ადგილი

3. გზატკეცილებზე მგზავრობის დროს ეცადეთ რომ თქვენი ავტომობილი ფილების გადაბმებთან არ გააჩეროთ, მიწისძვრის დროს მათი დაშორების, ან თუნდაც საყრდენის გამოცლის მეტი შანსია.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
არ გააჩეროთ მანქანა ბეტონის ფილების გადაბმის ადგილზე

4. როგორც კი ავტომობილს გააჩერებთ გამორთეთ ძრავი.

მიწისძვრამ შესაძლოა თქვენი მანქანა, ბენზინის ან გაზის ავზი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დააზიანოს, ასეთ დროს შესაძლოა ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდეს, ან თუნდაც აფეთქდეს.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
გამორთე ძრავი

5. როგორც კი ძრავს გამორთავთ გამოიყენეთ მუხრუჭი (ხელის, ფეხის). მუხრუჭი თქვენს ავტომობილს სიმყარეს შეუნარჩუნებს და დაღმართზე ან აღმართზე ყოფნის დროს დაგორების შანსებს მინიმუმამდე შეამცირებს.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
ამოსწიე მუხრუჭი

6. როგორც კი მიწისძვრის ძლიერი ტალღა ჩაცხრება აუცილებლად ჩართეთ რადიო და მოუსმინეთ ახალ ამბებს, იყავით ყურადღებით, მიწისძვრის შემდეგ პატარა ბიძგების ე.წ aftershock-ების გამეორების დიდი შანსია.

(ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად, მაგრამ ისეთ რეგიონებში, სადაც მიწისძვრები ხშირად ხდება რადიო-სადგურები მოსახლეობას ღირებულ ინფორმაციას გადასცემენ- (მიწისძვრის მასშტაბის, ევაკუაციის მარშრუტების, სამაშველო ოპერაციებისა და ინსტრუქციების შესახებ)

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
გაეცანი ახალ ამბებს

7. სანამ მანქანიდან გადმოსვლას გადაწყვეტთ შეაფასეთ ზოგადი სიტუაცია. როდესაც დარწმუნდებით რომ გარემო, სადაც გადასვლას აპირებთ უსაფრთხოა, მხოლოდ მას შემდეგ დატოვეთ ავტომობილი.

მიმოიხედეთ და დააკვირდით გარე განათების ჩაწყვეტილი სადენები ხომ არ ყრია, დაზიანებული ხომ არ არის გზა, (დააკვირდით საირიგაციო ჭებსაც) კარგად დააკვირდით საწვავის ან გაზის სუნი ხომ არ დგას.

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
დარწმუნდით ქუჩის უსაფრთხოებაში

8. დაუყოვნებლივ დატოვეთ მანქანა თუ ბენზინის ან გაზის სუნს იგრძნობთ. (არ აქვს მნიშვნელობა მიწისძვრის ეპიცენტრში ხართ თუ ჩვეულებრი მდგომარეობაა).

თუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით
თუ საწვავის ან გაზის სუნს იგრძნობთ დაუყოვნებლივ დატოვეთ ავტომობილი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მიწისძვრის

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]