Toyota-მ 2021 წლის მონაცამებით VW ჯგუფს გადაუსწრო, ავტომწარმოებელმა, დაახლოებით, 10,5 მილიონი ავტომობილი გაყიდა

გასულ წელს, ავტომწარმოებლების უმრავლესობას გლობალური ინდუსტრიის შეფერხების გამო, წარმოებასთან და მიწოდებასთან მიმართებით პრობლემები შეექმნა.

ზოგიერთმა მათგანმა კრიზისს უკეთ გაართვა თავი, ამ ფაქტმა კი მათ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მოუტანა.

როგორც ჩანს, Toyota-მ ყველა დეტალი და ასპექტი სწორად გათვალა, ეს კი იაპონურ ავტომწარმოებელს 2021 წლის გლობალური გაყიდვების გვირგვინის შენარჩუნებაში დაეხმარა.

Toyota-მ ცოტა ხნის წინ თავისი გასული წლის შედეგები გამოაქვეყნა, ის კი ჩიპების დეფიციტის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

მწარმოებელმა გასულ წელს, გლობალური მასშტაბით, 10,495,548 მანქანა გაყიდა. მან საკმაო უპირატესობით დაამარცხა Volkswagen Group-ის ყველა ბრენდი ერთად აღებული, ფოლკსვაგენ ჯგუფმა 9,305,000 მანქანა გაყიდა.

ამ რიცხვების მიხედვით ტოიოტამ 10,1%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ფოლკსვაგენ ჯგუფმა გაყიდვების 4,5%-იანი ვარდნა დააფიქსირა.

ოფიციალურ პრესრელიზში, Toyota განმარტავს, რომ:

„ 2021 წელს COVID-19-ის გავრცელების შედეგები 2020 წელთან შედარებით ნაკლებად მძიმე იყო“.

ამ ფაქტმა ავტომწარმოებელს წარმოების და გაყიდვების გაფართოების საშუალება მისცა.

Volkswagen Group-მა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა 2021 წელს გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობას. თავისი ბრენდების საშუალებით ფოლკსვაგენ ჯგუფმა თავისი BEV-ის გაყიდვები წელიწადში 452,900 ერთეულამდე  გააორმაგა. ეს კი გერმანული კონგლომერატის მთლიანი მიწოდების 5,1%-ს წარმოეადგენს.

Toyota-სთვის მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის გვირგვინის მინიჭება 2021 წელს გაყიდული მანქანების რაოდენობის მიხედვით, ალბათ, ნაადრევია. General Motors-ს და Stellantis-ს თავისი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

იმის დანახვა, თუ როგორ დაამარცხა ტოიოტამ GM შეერთებულ შტატებში ცხრა ათწლეულის განმავლობაში პირველად, საავტომობილო სამყაროს გლობალურ სურათს ნათლად გვიხატავს.

რაც შეეხება Stellantis-ს, მისი გაყიდვები შეერთებულ შტატებში გასულ წელს 2%-ით შემცირდა. წინასწარი პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, ავტოინდუსტრია საბოლოო დასკვნის მოლოდინშია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Toyota

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]