გავრცელებული ინფორმაციით ბრენდი პოპულარული ჰიბრიდული ჰეჩბექის Prius-ის ახალი ვერსიის გამოშვებას BEV ვერსიებთან ერთად გეგმავს

Toyota Prius-ი პირველად 1997 წელს გამოვიდა, ის პირველი მასობრივი წარმოების ჰიბრიდული მანქანა იყო.

დაახლოებით 24 წლის შემდეგ, მეოთხე თაობაში, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე „გაყიდვად“ ჰიბრიდად რჩება. ის ჰიბრიდული ტექნოლოგიის პიონერად ითვლება.

ჰიბრიდული პიონერი

შეკითხვას- არის თუ არა Prius Toyota-ს ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი და იქნება თუ არა კიდევ ერთი თაობა, პროდუქტისა და მარკეტინგის უფროსი ანდრეა კარლუჩი ასე პასუხობს :

„ის ელექტრიფიკაციის პიონერად რჩება  და პრიუსი ტოიოტასთვის აშკარა სიმბოლოა. მან ჩვენი სახელით მოგზაურობა 25 წლის წინ დაიწყო“.

„მან უნდა შეინარჩუნოს როლი, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ ის ამ ტექნოლოგიით ყოველთვის წინამორბედი იქნება.”

კარლუჩიმ მომდევნო წლების განმავლობაშიც სრული ჰიბრიდული ელექტროძრავების სიცოცხლისუნარიანობაზე მიანიშნა.

Prius-ი მისი ამჟამინდელი სახით 2016 წლიდან იყიდება, თუ წინა გამეორებების 6-წლიან ციკლს გავითვალისწინებთ მეხუთე თაობას და განახლებებს 2022 წლისთვის უნდა ველოდოთ.

Toyota დაზუსტებით არ ამბობს თუ რას უნდა ველოდოთ მომავალი თაობისგაბ, თუმცა დაადასტურა რომ ის ევროპის სპეციფიკურ “E3” ავტომობილის არქიტექტურაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ტოიოტამ ახლახან თავისი ჰიბრიდული ძრავის განახლებული ვერსია გამოავლინა. გაუმჯობესებული ეფექტურობითა და წარმადობით ის მიმდინარე სისტემასთან შედარებით ბევრად უკეთესია.

Prius

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაცნობილი ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად სწრაფ ავტომობილებს მართავენ
შემდეგი სტატიაTesla-მ საბავშვო კვადროციკლი- Cyberquad-ი წარადგინა