იაპონურმა ფირმებმა 2030-წლამდე გამოსაშვები ელექტრომობილების  ხაზის ნახევარი წარადგინეს. შემადგენლობა მოიცავს- სედანებს, ჯიპებს, საქალაქო ავტომობილებს და სპორტულ მანქანებსაც კი.

Toyota-ს პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ ელექტრომობილების მრავალფეროვანი კოლექცია წარადგინა და ტოიოტას და ლექსუსის ელექტრული მომავალი მიმოიხილა.

აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის, კომპანიები, ბატარეაზე მომუშავე 30 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავენ.

წარმოდგენილი ელექტრომობილები, თითქმის, ყველა სეგმენტს მოიცავენ- ჯიპები, სედანები, უგზოობის მანქანები, სპორტული ავტომობილები.

თამამი კონცეფცია

ორი ფირმის თამამი კონცეფცია 2030 წლისთვის 3.5 მილიონი ბატარეაზე მომუშავე ავტომობილის წარმოებას ეფუძნება. ტოიოდამ განმარტა, რომ მათი პირდაპირი სტრატეგია გამონაბოლქვის დაუყოვნებელი შემცირებაა.

კომპანიამ ბატარეის წარმოებისთვის ინვესტიცია 500 მილიარდი ¥ იუანით (4,4 მილიარდი დოლარით) გაზარდა.

მან ხაზი გაუსვა ნახშირბად ნეიტრალურ და ნახშირბადის შემამცირებელ მანქანებს შორის განსხვავებას და აღნიშნა, რომ ენერგიის წყარო, რომელიც  კომპანიის ელექტრომობილების მართვისთვის გამოიყენება, სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“ნახშირბადნეიტრალური”

ტოიოდას თქმით ტოიოტა და ლექსული 2035 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწევენ.

დიზაინის უფროსმა გენერალურმა მენეჯერმა საიმონ ჰამფრისმა თქვა, რომ წარმოდგენილი ავტომობილები Toyota-სა და Lexus-ის რწმენისა და ხედვის გამოსახულებაა

„მომავალი ელექტრო მანქანები უნიკალური და განსაკუთრებული უნდა იყოს“.

ტოიოდამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ელექტრომობილი არსებულ მოდელებზე იქნება დაფუძნებული, მართლაც, ზოგიერთი კონცეფცია ახლანდელ მოდელებს ჰგავს, მაგალითად : Toyota Hilux და Lexus NX.

“დიადი გეგმები, დიადი მიზნებისთვის”

დეტალები, თითოეულ ამ ინდივიდუალურ მოდელზე, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ Lexus-ი 2030 წლისთვის  ელექტრომობილების ყველა სეგმენტს “აითვისებს”, ამავე წელს მოიცავს მთელს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას და ჩინეთს, ხოლო 2035 წლისთვის საბოლოოდ შეწყვეტს „წვას“.

Lexus-ი 2022 წელს e-TNGA არქიტექტურაზე დაფუძნებულ RZ კროსოვერს გამოუშვებს. (ამავე არქიტექტურას იყენებ სToyota bZ4X და Subaru Solterra).

Gallery: Toyota and Lexus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Toyota Lexus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]