Toyota-მ თავისი გასაოცარი Land Cruiser-ით შთაგონებული EV კონცეფციის ახალი სურათები გამოაქვეყნა

Toyota-მ თავისი გასაოცარი Land Cruiser-ით შთაგონებული EV კონცეფციის ახალი სურათები გამოაქვეყნა, ელეგანტურმა პროტოტიპმა მილანის დიზაინის კვირეულზე ჯილდო მოიპოვა.

იაპონურმა ავტო გიგანტმა Compact Cruiser EV კონცეფციის ახალი ფოტოები გაავრცელა. ბრენდს პროტოტიპის რეალური შექმნა ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, FJ Land Cruiser-ით შთაგონებული off-roader-ი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

რეტრო-ინსპირირებული ელექტრომობილი საზოგადოებამ პირველად გასულ დეკემბერს, 16 კონცეფციისგან შემდგარი ჯგუფის პრეზენტაციის დროს იხილა.

პროტოტიპი სტილს პირველი თაობის Land Cruiser-ისგან იღებს, ავტომობილი 1951 წლიდან 1955 წლამდე იწარმოებოდა.

ბატარეით მომუშავე მანქანა ზემოაღნიშნული 4×4-ზე მავალის ფორმას იღებს და მას კიდეების შერბილებითა და ფერების თამამი მიქსით აუმჯობესებს.

ჯიპს მოქნილი ბამპერი, ბორბლების დიდი ზომის ფარები, სახურავის სათავსო და მგზავრის მხარეს C-ს სვეტზე განთავსებული კიბე აქვს.

„ჩვენ ავტომობილებს 30 წელზე მეტია ვიკვლევთ, საკმაოდ შორი გზა გავიარეთ“- საიმონ ჰამფრისი Toyota Design-ის მთავარი მენეჯერი.

„ელექტრო მანქანებთან კონტაქტის საწყისი ეტაპის შემდეგ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე და სტილზე მორგებული ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანები სურთ“.

ამ ტენდენციის შესანიშნავი მაგალითია Compact Cruiser EV-ი. როგორც უკვე აღვნიშნე Compact Cruiser EV-მა ახლახან კონცეპტუალურ მანქანებს შორის 2022 წლის მანქანის დიზაინის ჯილდო.

სამწუხაროდ, ამ დროისთვის, Compact Cruiser-ი მხოლოდ და მხოლოდ კონცეფციაა. ვარაუდობენ, რომ ტოიოტა კონცეფციას რეალურად რაიმე სახით მაინც გააცოცხლებს.

Compact Cruiser EV კონცეფცია

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Land Cruiser

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]