Toyota-მ 2022 წლის Tundra თავისი 2007 წლის, 1 609 000 კილომეტრგავლილი მოდელის გამოცდილებით დააპროექტა

საავტომობილო სამყარო უამრავ ფაქტს და მოვლენას ინახავს, ახლის შესაქმნელად კარგად დავიწყებული ძველის გამოყენება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

წლებმა ისტორიას 7-ნიშნულიანი კილომეტრაჟის მქონე ავტომობილები შემოუნახა. გამძლეობის ამ შთამბეჭდავი კლუბის წევრი Toyota Tundra-ს 2007 წლის 2 მოდელია.

ერთ-ერთი მათგანის მფლობელი ვიქტორ შეპარდია, რომელმაც 2016 წელს 1,609,000 კილომეტრიანი გარბენი დააფიქსირა.

ამ შთამბეჭდავი რიცხვის აღსანიშნავად Toyota-მ შეპარდს ახალი ტუნდრა გადასცა. ავტომწარმოებელმა კი მისი ძველი სატვირთო ფურგონის 9-წლიანი განვლილი გზის შესწავლა დაიწყო.

და ახლა, ტოიოტას მთავარი ინჟინერი მაიკ სვიერსი შესწავლილ მასალას გვიზიარებს და გვაცნობს, თუ როგორ გამოიყენეს მიღებული შედეგები 2022 წლის მოდელის შექმნის პროცესში.

როდესაც Toyota-მ შეპარდის მილიონნახევრიანი გარბენის მქონე ტუნდრა მიიღო, ერთადერთი რამ, რაც არ მუშაობდა მძღოლის მხარეს განთავსებული მზისგან დამცავის დამჭერი იყო.

საკმაოდ იყო დაზიანებული ფურგონის სათავსო განყოფილება, ამ ფაქტმა ინჟინრები „აიძულა“, რომ 2022 წლის ტუნდრასთვის უფრო გამძლე სათავსო დაემზადებინათ.

მათ უფრო მსუბუქი, გამძლე და ნაკლებად კოროზიული კომპოზიტური მასალა გამოიყენეს, ფურგონმა ტესტირებას გაუძლო.

ამავდროულად სვიერსმა ტუნდრასთვის წრფივი, კიბის ფორმის ჩარჩო გამოიყენა, ახალი დიზაინი სათავსოსთვის უფრო განიერ საყრდენს უზრუნველყოფს, ეს ფაქტი კი თავისთავად წონის უფრო თანაბრად განაწილების საშუალებას იძლევა.

როგორც უკვე აღვნიშნე გამოცდილება და ძველზე დაკვირვება ახლის შექმნის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს შანსი Toyota-მ ღირსეულად გამოიყენა და საზოგადოებას განახლებული, გაუმჯობესებული ტუნდრა შესთავაზა.

შეპარდის ტუნდრა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Toyota Tundra

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]