მთავარი სიახლეები BUGATTI ტოპ 10 ფრანგული „ლამაზმანი“

ტოპ 10 ფრანგული „ლამაზმანი“

134

ფრანგი ავტომწარმოებლები ყოველთვის განსაცვიფრებლად ესთეტიკურ და შთამბეჭდავ მანქანებს ქმნიდნენ

Bonjour! იცით ფრანგულ მანქანებს რა აქვს საერთო? ყველა მათგანი საინტერესოა თავისი ვიზუალით, ისტორიით თუ საინჟინრო პარამეტრებით.

იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ხშირად, სიტყვა საინტერესო დადებით შეფასებას არ გამოხატავს (ფრანგულ ავტოინდუსტრიაში ხშირია საინჟინრო ხარვეზები და დამაბნეველი წარუმატებლობები).

ფრანგული ავტომობილების სილამაზე/დახვეწილობა, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი და აღიარებულია. Hotcars-ის მიერ შემოთავაზებული ეს 10 ავტომობილი ამისი ნათელი მაგალითია:

10. Bugatti Type 57 Atlantic

ფრანგული
ენთუზიასტების საყვარელი ავტომობილი

ხანდაზმული საავტომობილო ენთუზიასტების უმეტესობისთვის, ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავი მანქანა მათი სიის სათავეში მოხვდება, თანაც, დიდი ალბათობით არა მხოლოდ ფრანგული ავტომობილების, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.

ფრანგული
თაობების ინსპირაცია

ეს კლასიკური შედევრი თაობების ინსპირაციად იქცა. მისი ვიზუალური მახასიათებლები, დეტალები და ინდივიდუალიზმი კლასიკური ავტომობილების მოყვარულებში და არა მარტო, აღფრთოვანებას იწვევს.

9. Citroën C6

ფრანგული
“დახვეწლობის” თანამედროვე გამოვლინებ

სიაში მეცხრე ნომრად C6 მოგვევლინა, ეს ავტომობილი თანამედროვე დიზაინის „მასტერკლასად“ ითვლება.

ფრანგული
მისი ვიზუალი და ესთეტიკა მის ტექნიკურ „სისუსტეებს“ გადაწონის

მართალია, მისი ტექნიკური მახასიათებლები არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება (წინა ამძრავი, არასაკმაირის სიმძლავრე, და სხვ.) თუმცა, ზოგისთვის, მისი ვიზუალი და ესთეტიკა მის „სისუსტეებს“ გადაწონის.

8. Delahaye Type 165

ფრანგული
ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გარეგნობის მანქანა

როდესაც კონცეფცია პირველად წარადგინეს, ის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალური გარეგნობის მანქანად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ის მართლაც უნიკალურად დარჩა, რადგან მხოლოდ 5 ეგზემპლარად შეიქმნა.

ფრანგული
ავტომობილი 5 ეგზემპლარად გამოვიდა

ხუთიდან ერთი, არასოდეს გამოჩენილა,ორი მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ამ ფაქტმა კი ავტომობილი, უფრო უნიკალური და იშვიათი გახადა.

7. Citroën DS

ფრანგული
ფრანგული “ქალღმერთი”

მიესალმეთ ფრანგულ “ქალღმერთს”, რომელმაც წარმატება ერთ ღამეში მოიპოვა. პარიზის საავტომობილო შოუს გახსნიდან რამდენიმე საათში მისი უდიდებულესობა უამრავმა ადამიანმა დაჯავშნა.

ფრანგული
მას იმ დროისთვის ინოვაციური single-spoke-ტიპის საჭე ჰქონდა

მისი ავანგარდული დიზაინით დღემდე უამრავ ადამიანს ხიბლავს.ავტომობილში პირველად გამოიყენეს იმ დროისათვის ინოვაციური single-spoke-ტიპის საჭე.

6. Alpine A310

ფრანგული
მას თავდაპირველად 1.6-ლიტრიანი ძრავი ჰქონდა

ამბობენ, რომ ამ ავტომობილმა, დელორენს დააჯერა, რომ PVR V6-ს, სპორტულ ავტომობილში მუშაობა თავისუფლად შეეძლო.

ფრანგული
სარბოლო ავტომობლი

ეს განსაცვიფრებელი ავტომობილი, თავდაპირველად 1.6 ლიტრიანი ძრავის გამოსაყენებლად შეიქმნა, ასე რომ ის მსუბუქ, სპორტულ მანქანად ითვლებოდა. V6-ის სიმძლავრემ კი ის „ცეცხლოვან“  სარბოლო ავტომობილად აქცია.

5. Peugeot 504 Cabriolet

ფრანგული
ტაქსი-კაბრიოლეტი

504-მა ყველაზე კომფორტული ავტომობილის რეპუტაცია სწრაფად შეიქმნა, ამ ფაქტმა ის მთელს ევროპაში პოპულარულ „ტაქსად“ აქცია.

ფრანგული
ევროპაში ცნობილი ტაქსი

„გატაქსავება/გაპაპსავებამ“ კაბრიოლეტის დიზაინს ვერაფერი დააკლო. (ავტომობილს PVR V6 ძრავი მოჰყვა)

4. Bugatti Type 35B

ფრანგული
სარბოლო ლეგენდა

20-30-იანი წლების ელეგანტური სარბოლო ავტომობილი, მისი ოსტატობის და მახასიათებლების გამო ავტომოყვარულთა წრეებში დიდი მოწონებით სარგებლობდა.

ფრანგული
ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 7 წამს ანდომებდა.

მისმა „სიმარტივემ“ მისი სისწრაფე განაპირობა. ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 7 წამს ანდომებდა. იმ დროინდელ მსოფლიოში კი მასზე სწრაფი არაფერი დადიოდა.

3. Simca 1200S Coupe

ფრანგული
ბერტონეს ხელწერა ფრანგულ შემოქმედებაში

პატარა ფრანგულმა კომპანია Simca-მ, მათი სპორტული ავტომობილის შექმნისთვის, იტალიური დიზაინის სახლს მიმართა. ამ ფაქტმა საკმაოდ საინტერესო კვალი დატოვა კომპანიის ისტორიაში. რომ არა დიდებული ბერტონეს დიზაინი, Simca-ს სახელი, საავტომობილო სამყაროდან, შესაძლოა, დიდი ხნის წინ გამქრალიყო.

ფრანგული
ეს პატარა ლამაზი კუპე, თავისი განახლებული ძრავით, მშვენივრად მუშაობს

ამას ისიც ადასტურებს, რომ კომპანიის სხვა ავტომობილები, უმეტესწილად, დავიწყებულია. ხოლო ეს პატარა ლამაზი კუპე, თავისი განახლებული ძრავით, მშვენივრად მუშაობს.

2. Citroën SM

ფრანგული
DS-ის ევოლუცია

ბევრის თვალსაზრისით, SM DS-ის ევოლუციაა, რადგან ის უფრო ძლიერი, ტექნოლოგიურად უფრო მოწინავე და, სავარაუდოდ, უფრო ლამაზია, ვიდრე ზემოხსენებული ქალღმერთი.

ფრანგული
La Vie en rose

დღესაც კი, ეს ავტომობილი ფანტასტიკურად გამოიყურება და წარმოიდგინეთ, ფრანგულ “პროვანსში” მიდიხართ, ედით პიაფის “La Vie en rose“-ს უსმენთ და 2/3-ზე ჩაწეული ფანჯრებიდან ლავანდის თავბრუდამხვევი სურნელი “გეფრქვევათ”…

1. Alpine A110

ფრანგული
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტული ავტომობილა

Alpine A110, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სპორტულ ავტომობილად მიიჩნევა. მას Renault-ს ძრავი აქვს.

ფრანგული
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე- 209კმ/სთ-ია

140 ცხენის ძალა, შესაძლოა, შთამბეჭდავად არ ჟღერდეს, მაგრამ მისი მსუბუქი, მინაბოჭკოვანი კორპუსი და ხისტი ჩარჩო ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს, 209კმ/სთ-ს განაპირობებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ფრანგული

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]