832 კმ. ეს არის სერიული ელექტროქარის ახალი რეკორდი.

სედანი Lucid Air გაყიდვაში 2020 წლიდან ჩაეშვება, სტარტაპ Lucid – მა დაადგინა ზუსტი მანძილი რომელსაც მათი პირველი მანქანა Air გაივლის. ერთი დატენვით ახალი ელექტრომობილი 517 მილს, ანუ 832 კილომეტრს გაივლის, ეს კი ახალი რეკორდია – მანამდე პირველი ადგილი Tesla Model S – ს ეკუთვნოდა, რომელიც ერთი დატენვით 402 მილს (647 კმ.) გადის.

საინტერესოა, რომ Lucid – ის დამფუძნებლი Tesla Model S – ის ყოფილი კონსტრუქტორი პიტერ როულინსონია (Peter Rawlinson), მან თავის ახალ ელექტრომობილზე 130 კილოვატიანი ელემენტი დააყენა, 30 კილოვატით მძლავრი ვიდრე ტესლაზე აყენია. მან ასევე შეამცირა აეროდინამიკური წინაღობა 0.24 – დან 0.21 – მდე.

პიტერ რულინსონი თავის პირმშოსთან

Lucid Air – ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ სტარტაპს დასჭირდა გარკვეული დრო რომ მოეზიდა საჭირო ინვესტიციები წარმოებისთვის. დღეისთვის კომპანია თითქმის ამთავრებს საკუთარი საწარმოს მშენებლობას არიზონაში და თავისი სედანის გაყიდვების დაწყებას უკვე ამ წლისთვის განიხილავს.

832 კმ. დღეისთვის ყველაზე სანდო მეთოდიკით ამერიკულმა სააგენტო EPA – მ გამოთვალა.

აღსანიშნავია ისიც რომ თვითონ EPA – ს მანქანა ჯერ არ გაუტესტავს, ეს Lucid – ის დაკვეთით დამოუკიდებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია FEV North AMERICA – მ გააკეთა, ეს კომპანია მსგავს  ექსპერტიზებს ბევრი ცნობილი ავტომწარმებლისთვის ატარებს. ასე რომ დიდი ალბათობით EPA – ს ოფიციალური მონაცემები სწორად ამ მაჩვენებელს დაემთხვევა.

ცოტა ხნით ადრე თავად რულინსონი ამტკიცებდა, რომ Air – ის შექმნისას ის არანაკლებ 640 კილომეტრის გავლას ისახავდა მიზნად, ის ასევე აღნიშნავდა რომ ეარის (AIR) მთავარი უპირატესობა Tesla Model S – თან მიმართებაში არამხოლოდ გავლილი მანძილია, ეარი ტესლას პრემიალური დიზაინით და მდიდრული სალონითაც აჭარბებს.

უნდა ვივარაუდოთ რომ ელექტრომობილების ინდუსტრიაში ილონ მასკს, როულინსონის სახით სახიფათო კონკურენტი გამოუჩნდა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]