ტესლას კონკურენტი ჩინეთის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს

Bloomberg – ის ინფორმაციით, ამერიკულ ელექტროქარების მწარმოებელ ტესლას ბიუჯეტური კონკურენტი გამოუჩნდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ, ჩინეთის ბაზარზე ოპერირებს.

2020 წლის აგვისტოში ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი Hongguang Mini EV, გახდა. Hongguang Mini EV, ჩინეთის სახელმწიფო ავტომწარმებელ SAIC Motor – ის და ცნობილი ამერიკული ავტომწარმებელი General Motors – ის ერთობლივი ნაწარმია. ჩინეთში მინი ელექტრომობილი 5,000 დოლარად იყიდება და ერთი დამუხტვით 170 კილომეტრამდე გადის.

Tesla – ს იაფიანი კონკურენტი გამოუჩნდა
ახალი Hongguang Mini EV ჩინეთში 5000 დოლარად იყიდება

არც თუ ისე დიდი ხნის წინ Tesla – მ Battery Day – ს ფარგლებში განაცხადა, რომ თავისი ელექტრომობილების ფასს 3 წელიწადში 25000 – მდე დასწევს. ტესლას ლიდერის ილონ მასკის ამ განცხადებას კომპანიის აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.

ელექტრომობილზე ფასის შემცირებას ყველაზე მეტად ხელს აკუმულატორის სიძვირე უშლის, რომელშიც ძვირფასი მეტალებია გამოყენებული (ლითიუმი, კობალტი, ნიკელი და მანგანუმი). მხოლოდ აკუმულატორის ფასი მთლიანი მანქანის ფასის მეოთხედს უტოლდება.

როგორ ფიქრობთ, გაუწევს სათანადო კონკურენციას ახალი ჩინურ-ამერიკული ელექტრომობილი ტესლას?

tesla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი Ferrari Omologata ავტომობილს ანონიმური კლიენტისთვის, თითქმის 2 წლის განმავლობაში აწყობდნენ
შემდეგი სტატიაელექტრო Fiat 500 – ს უკანა კარი დაუმატეს
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში