ილონ მასკის კომპანიამ 2020 წლის პირველ 6 თვეში 179 ათასი ელექტრომობილი გაყიდა
EV Sales – ის დათვლებით ამ მაჩვენებლით ტესლამ მსოფლიოს მთლიანი ელექტრომობილების ბაზრის 28% დაიკავა. ილონ მასკმა და კომპანიამ თავისი წილი ბაზარზე კიდევ 5% – ით გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს რომ ის უსწრებს თავის 3 მთავარ კონკურენტის გაყიდვებს ერთადაღებულს.
ახალი ელექტრომობილების გაყიდვები 2020 წლის პირველ ნახევარში
მწარმოებელი | შედეგი | ბაზრის წილი | |
1 | Tesla | 179 050 | 28% |
2 | Renault Nissan | 65 521 | 10% |
3 | Volkswagen Group | 64 542 | 10% |
4 | BYD | 46 554 | 7% |
5 | Hyundai Kia | 43 689 | 7% |
ამავდროულად Tesla ასევე ლიდერობს დატენვის მანქანების ფართო სეგმენტში, რომელიც ასევე მოიცავს ჰიბრიდებს. ამერიკული კომპანიის წილი ამ ბაზარზე მხოლოდ 19% -ს შეადგენს.
ახალი ელექტრომობილების და ჰიბრიდების გაყიდვები 2020 წლის პირველ 6 თვეში
მწარმოებელი | შედეგი | ბაზრის წილი | |
1 | Tesla | 179 050 | 19% |
2 | Volkswagen Group | 124 018 | 13% |
3 | Renault Nissan | 84 501 | 9% |
4 | BMW | 68 503 | 7% |
5 | Hyundai Kia | 63 731 | 7% |
სამომავლოდ Tesla – ს ხელმძღვანელობის მთავარი საფრთხე არის Volkswagen – ის კონცერნი, რომელიც ამზადებს თანამედროვე და შედარებით დემოკრატიული ელექტრო მანქანების მთელ რიგს. ამასთან, ამ ოჯახის პირველი წარმომადგენლის ID.3 ჰეჩბეკის დაბადებამ კიდევ ოთხი თვით გადაიწია.