გამოძიების მიზეზი ტესლას ავტომობილების გახშირებული ავარიები გახდა

13 აგვისტოს ამერიკაში მომხდარი მთელი რიგი საგზაო შემთხვევების შემდეგ, სადაც სასწრაფოს მანქანებიც მოჰყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანოებმა Tesla-ს ავტოპილოტის პროგრამის გამოძიება ოფიციალურად დაიწყეს.  

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოძიების დაწყების შესახებ 16 აგვისტოს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული “ტესლას” ავტომობილების გამო ქვეყნის მასშტაბით 11 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. საგზაო შემთხვევები ერთხელ მსხვერპლით დასრულდა, ხოლო 17-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა დაზიანებები.

კომისია თავდაპირველად Tesla-ს 2014 – 2021 წლებში პერიოდში გამოშვებულ მოდელების  (Y, X, S და 3) ავტოპილოტებს შეისწავლის. საერთო ჯამში კი გამოძიება დაახლოებით 765,000 ავტომობილს დააკვირდება.

„დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა საღამოს საათებში, დაბნელების  შემდეგ მოხდა. საგზაო შემთხვევების მომენტში კონტროლის ყველა ზომა ამოქმედებული იყო, ჩართული იყო ავტომობილის პირველადი რეაგირების ფარები, სასიგნალო რაკეტები, მანათობელი ისრები და საგზაო კონუსებიც”, – ნათქვამია დეფექტების შემსწავლელი ოფისის წინასწარი გამოძიების დოკუმენტში. „აღსანიშნავია ისიც, რომ შეჯახებამდე ავტომობილის საკონტროლო სისტემები ავტოპილოტის, ან კრუიზ კონტროლის რეჟიმში გააქტიურდა”.

გამოძიება დეტალურად შეისწავლის საგზაო შემთხვევების გამომწვევ გარემოებებს და შეაფასებს იმ ტექნოლოგიას, რომელიც ავტოპილოტის გააქტიურების პერიოდში მძღოლების მონიტორინგისა და დახმარებისთვის გამოიყენება.

ვნახოთ რა ბედი ელის Tesla-ს ამბიციურ ტექნოლოგიებს, “აჭარაქარსი” აქტიურად შემოგთავაზებთ ტესლას გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

tesla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]