ელექტრომობილების გიგანტმა Tesla-მ 1,900 დოლარის ღირებულების საბავშვო ზომის კვადროციკლი Cyberquad-ი წარადგინა

Tesla ახალი საბავშვო კვადროციკლის, Cyberquad-ის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს. პროდუქტი მხოლოდ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

ელონ მასკის ელექტრომობილების გიგანტმა, რომელსაც ახალი პროდუქციის წარდგენა პომპეზურობით და ხმაურით უყვარს, გასულ ხუთშაბათს სრულიად მშვიდად და მოკრძალებულად საბავშვო Cyberquad-ი გამოუშვა.

საბავშვო კვადროციკლი Cybertruck-ის შტრიხებით

Tesla-მ საბავშვო კვადროციკლი- Cyberquad-ი წარადგინა
ახალ პროდუქტს საკმაოდ ნაცნობი ვიზუალი აქვს, ის Cybertruck-ის დეტალებს იმეორებს.

ბატარეით მომუშავე კვადროციკლის შეკვეთა კომპანიის ვებგვერდითაა შესაძლებელი. ბრენდის ახალ პროდუქტს საკმაოდ ნაცნობი ვიზუალი აქვს, ის Cybertruck-ის დეტალებს იმეორებს.

კვადროციკლს მომავალი პიკაპის მსგავსად მკვეთრადკუთხოვანი დიზაინი აქვს. ის ფოლადის ჩარჩოზეა აგებული. მას რეგულირებადი საკიდარი, უკანა დისკის მუხრუჭები, რბილი/კომფორტული სავარძელი და LED განათება აქვს.

სიჩქარის ორი რეჟიმი- 8კმ/სთ და 16კმ/სთ.

კვადროციკლი ლითიუმ-იონური ბატარეით იკვებება. ტესლას ბატარეის ზომა არ განუცხადებია, თუმცა აღნიშნა რომ ის 24 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. რიცხვები რელიეფის და მძღოლის წონის გათვალისწინებით იცვლება.

რაც შეეხება სიჩქარეს, ტესლა ამბობს, რომ ATV-ს 2 ფუნქცია აქვს პირველი 8 კმ/სთ-ს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე 16 კმ/სთ-ს.

როგორ უკვე აღვნიშნე Cyberquad-ის შეძენა ტესლას ვებგვერდზე 1,900 დოლარადაა შესაძლებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ კვადროციკლის მიწოდებას 2-4 კვირაში დაიწყებენ.

Cyberquad

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაToyota Prius-ი, ჰიბრიდული პიონერი 2022 წელს მეხუთე თაობაში შეაბიჯებს
შემდეგი სტატიაHyundai მფრინავ ურბანულ ტაქსის 2030-წლამდე „ააფრენს“