მთავარი სიახლეები TESLA Tesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის 3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“

Tesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის 3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“

57

ილონ მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში, დაახლოებით, 4 წლის წინ გაუშვეს, მანქანამ ამ დროის განმავლობაში 3,2 მილიარდი კმ გაიარა

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა თავისი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით კოსმოსში გაუშვა.

ავტომობილი ახლა დედამიწიდან 377 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ის ამჟამად მარსთან უფრო ახლოსაა.

Tesla კოსმოსში 4 წლის წინ, 2018 წელს გაუშვეს

Tesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის  3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“
მალევე ვებგვერდი „WhereisRoadster?“-ი ამოქმედდა

ელექტრო სპორტული მანქანის კოსმოსში გასროლიდან მალევე ვებგვერდი „WhereisRoadster?“ამოქმედდა.

ვებგვერდი NASA-ს მონაცემების მეშვეობით საზოგადოებას როუდსტერის მოძრაობის და გადააგილების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

როგორც ცნობილია ელექტრომობილი დედამიწას 6005 კმ/სთ სიჩქარით შორდება, მარსისკენ კი 27955 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

როუდსტერი მარსიდან 320 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მან კოსმოსში, თითქმის, 3,2 მილიარდი კილომეტრი დაფარა.

Roadster-თან დაკავშირებით CNN-ს ჰარვარდის სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი ჯონათან მაკდაუელი ესაუბრა. მისი თქმით ავტომობილი ჯერ კიდევ მთელია, თუმცა, შესაძლოა ის მეტეორის დაჯახების შედეგად დაზიანებულიყო.

2018 წლის მარტის შემდეგ ასტრონომებს როდსტერის დასაკვირვებლად ტელესკოპები არ გამოუყენებიათ.

ტორონტოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა ჰანო რეინმა აღნიშნა, რომ ავტომობილის ტრაექტორიის შესწავლას დიდი მეცნიერული მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.

„ამ ყველაფრის შემდეგ ელექტრომობილი მხოლოდ ძვირადღირებული კოსმოსური ნაგავია“.

დედამიწასთან შეჯახების 22%-იანი შანსი

Tesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის  3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“
15 მილიონი წლის განმავლობაში, შესაძლოა როუდსტერი დედამიწას შეეჯახოს, ამ მოვლენის ალბათობა კი 22%-ია.

Tesla მარსთან ყველაზე ახლოს 2020 წელს მივიდა. ავტომობილს წითელ პლანეტამდე სულ რაღაც 8 მილიონი კილომეტრი აშორებდა.

ვარაუდობენ, რომ ავტომობილი სხვა პლანეტებთან ასე ახლოს 2035 წლამდე ვერ მივა.

რეინის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნულია, რომ მომდევნო 15 მილიონი წლის განმავლობაში, შესაძლოა როუდსტერი დედამიწას შეეჯახოს, ამ მოვლენის ალბათობა კი 22%-ია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Tesla Roadster

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]