ახალი Tesla Roadster-ის დებიუტი 2017 წელს შედგა, მისი გამოშვება 2020 წელს იყო დაგეგმილი. ახლა ჯავშნები ხელახლა გაიხსნა, წარმოება კი სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყება
Tesla შემდეგი თაობის Roadster-ის, ბრენდის პირველი ელექტრო სუპერმანქანის წინასწარი შეკვეთების მიღებას აგრძელებს.
ავტომწარმოებელმა Founders Series-ის ჯავშანი 2021 წლის დეკემბერში შეაჩერა.
განახლებულ წინასწარ შეკვეთებთან დაკავშირებით საინტერესო დეტალი ის არის, რომ რომ Tesla-ს ონლაინ ჯავშნის გვერდი მხოლოდ იმ თანხას აჩვენებს, რომელიც მომხმარებელმა მყისიერად უნდა გადაიხადოს, საუბარია 5,000 დოლარზე, დანარჩენი 45,000 დოლარი კი მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა დაფარო.
ბრენდის პირველი სუპერმანქანა

Tesla Roadster-ის სრული ღირებულება ავტომწარმოებლის ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.
თავდაპირველად, ტესლა Roadster-ის ფასი 200,000, დოლარი იყო, რაც შეეხება Founders Series Signature ვერსიის ღირებულებას, ის – 250,000 დოლარს შეადგენდა.
ინფლაციისა და მსოფლიოში ჩიპების დეფიციტის გამო, დიდი ალბათობით, ტესლა სუპერმანქანის ღირებულების დასახელებისგან წელს თავს შეიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ჯავშნები Founders Series-ის Roadster-ს არ ეხება. დიდი ალბათობით უკვე საკმარისი რაოდენობის შეკვეთებია მიღებული და შესაბამისად ბრენდის მიერ განსაზღრული რაოდენობა უკვე „ამოიყიდა“.
კიბერ როდეოს ბოლო წვეულებაზე ელონ მასკმა აღნიშნა, რომ ტესლა Roadster-ის შემდეგი თაობის წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
დიდი ალბათობით წარმოება 2023 წლის მეორე ნახევრიდან, Cybertruck-ის გამოშვების შემდეგ Giga Texas-ში დაიწყება.
“ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა”

Tesla-მ ახალი თაობის Roadster-ი 2017 წლის 16 ნოემბერს Tesla Semi-ის გამოფენაზე წარადგინა. ღონისძიებაზე მასკმა პირობა დადო, რომ Tesla Roadster-ი ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა იქნება.
მან თქვა, რომ სუპერმანქანას 0-დან 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად, მხოლოდ 1,9 წამი დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი- 1,99 წამი, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისას Tesla Model S Plaid-მა უკვე აჩვენა.
ასე რომ, მიმდინარე ტექნოლოგიით და ბატარეის მიღწევებით, Roadster-ის საბაზისო ვარიანტს 1,9 წამზე უკეთესი შედეგის დადება უნდა შეეძლოს.
ვარაუდობენ, რომ SpaceX-ის შესაძლებლობების დახმარებით ტესლა როდსტერის განახლებული ვერსია 1,1 წამიან შედეგს აჩვენებს.
ეს მაჩვენებელი კი „სუპერ მანქანის“ დეფინიციას გადააფასებს და სტანდარტებს ახალ საფეხურზე აიყვანს.