ილონ მასკის თქმით Tesla თანამშრომლების 10%-ის შემცირებას გეგმავს, შეჩერდება ახალი კადრების აყვანის პროცესიც

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა განცხადება, სადაც ილონ მასკი თავის თანამშრომლებს ოფისებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. დილემა ასეთი იყო-ოფისში დაბრუნება ან კომპანიის დატოვება.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა აღმასრულებლებს კიდევ ერთი ელექტრონული ფოსტა გაუგზავნა.

ამჯერად გზავნილი უფრო მასშტაბური და უსიამოვნოა, მასკი თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას მოითხოვს, რაც Tesla-ს გლობალური სამუშაო ძალის 10%-ით შემცირებას გულისხმობს.

დიდი ალბათობით ახალი კადრების აყვანის პროცესიც შეჩერდება.

ამ ინფორმაციას არა ტესლა, არამედ Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო გამოშვება აცხადებს, რომ მათ მასკის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილი ჩაუვარდათ ხელში. მათივე თქმით წერილში ეკონომიკურ პრობლემებზე იყო საუბარი.

სააგენტოს ინფორმაციით წერილში ზუსტი ციფრები არ არის დასახელებული, თუმცა, თუ მასკი თავისი თანამშრომლების 10%-ს შეამცირებს, დასაქმებულთა რიცხვის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით 100 000 ადამიანს უდრის, უნდა ვივარაუდოთ, რომ 10 000 სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება.

რაც შეეხება ახალ სამუშაო ადგილებს- ამჟამად ტესლას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ათასობით ვაკანტური პოზიცია აქვს გამოცხადებული.

როგორც უკვე აღვნიშნე ამ კვირის დასაწყისში სოციალურ მედიაში მასკის ელექტრონული წერილი გამოჩნდა. წერილის მიხედვით ის დისტანციური მუშაობის წინააღმდეგია.

აღმასრულებელი დირექტორებისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში თანამშრომლების მისამართით კონკრეტული დილემა იყო წამოჭრილი- ან მათ კვირის განმავლობაში 40 საათი ოფისში უნდა ემუშავათ, ან დაეტოვებინათ დაკავებული პოზიცია.

ჯერ-ჯერობით ტესლას თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ასევე აღსანიშნავია, რომ როიტერის ცნობით კომპანიის აქციები პარასკევს 5%-ით დაეცა.

მასკი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაგანახლებული Mercedes-Benz GLC ჰიბრიდული ძრავით
შემდეგი სტატიაGordon Murray 2 ელექტრო ჯიპზე მუშაობს