Tesla-ს ინფორმაციით 2022 წელს მოდელ Y მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მანქანა იქნება

Tesla Model Y-ს უდავოდ დიდი წარმატება ჰქონდა. გაყიდვების თვალსაზრისით ყველაზე დომინანტური ელექტრო ქროსოვერი, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე „გაყიდვადი“ მანქანა გახდეს.

Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ წელს Model Y, შემოსავლების თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანა იქნება.

გარდა ამისა, მასკმა განაცხადა, რომ მოდელ Y, გაყიდვების მთლიან მოცულობის გათვალისწინებით, 2023 წლის ნომერ პირველი მანქანა გახდება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანა Toyota Corolla-ა. გასულ წელს დაახლოებით 1 150 000 ერთეული კოროლა გაიყიდა.

შედარებისთვის, Tesla-მ 2021 წელს, საერთო ჯამში, 936,222 მანქანა გაყიდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ტესლა გაყიდვების მოცულობას ყოველწლიურად სწრაფი ტემპით ზრდის და ის 2022 წელს 1,3 მილიონზე მეტი მანქანის გაყიდვის გზაზეა.

Model Y-ის მუდმივი წარმატება გაყიდვებში, მისი ღირებულების გათვალისწინებით, კიდევ უფრო საინტერესო და აღსანიშნავია.

ამ დრომდე 70,000 დოლარის ღირებულების, დაახლოებით 150,000 ერთეული მანქანის გაყიდვა კვარტალში არასდროს დაფიქსირებულა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომწარმოებელი მოდელ Y-ს განვითარებას Giga Berlin-ის ქარხანაში გეგმავს.

Tesla Model Y

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari-მ სამუხრუჭეების პოტენციური პრობლემის გამო 23000-ზე მეტი მანქანა გაიწვია
შემდეგი სტატიაპრინცესა დიანას სპორტული Ford Escort-ი აუქციონზე გაიყიდება