იუთუბერმა Rich Rebuilds-მა ყველასგან განსხვავებული Model S შექმნა, მან ელექტროძრავი 6.2-ლიტრიანი V8-თი ჩაანაცვლა
Tesla Model S ყველაზე მნიშვნელოვან/სიმბოლურ ელექტრომობილად ითვლება. ცოტა ხნის წინ იუთუბერმა “Rich Rebuilds”-მა, ყველასგან გამორჩეული, შიდა წვის ძრავიანი Model S შექმნა.
Rich Benoit-მა წყალდიდობისგან დაზიანებული მოდელ S-ის შეკეთება გადაწყვიტა, თუმცა ახალი ელექტრო ძრავის მაგივრად, ავტომობილი ძლიერი შიდა წვის ძრავით აღჭურვა.
თავისი „ქმნილებისთვის“ მან Chevrolet Camaro-ს 6.2-ლიტრიანი LS3 V8 ძრავი აარჩია. რა თქმა უნდა, ტესლას ICE სედანად გადაკეთება მარტივი არ იქნებოდა.
V8-ს ექვს-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია უკავშირდება. ახალი ძრავის მოსათავსებლად სტანდარტული წინა სამაგრის მთლიანად მოხსნა და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.
რიჩმა Tesla-ს სტანდარტულ ციფრულ მოწყობილობათა კლასტერს და ინფო-გასართობ ეკრანს ძველი დიდება დაუბრუნა.
იუთუბერი ახალ ავტომობილს ICE-T-ს უწოდებს, ეს ინიციალები კი შიდა წვის ძრავიან ტესლას ნიშნავს. V8-ზე მომუშავე ავტომობილს რიჩმა დამტენის პორტის ადგილას საწვავის ხუფი დაუყენა.
ელექტრო ძრავის შიდა წვის ძრავით ჩანაცვლებამ, ტესლას გულშემატკივრებში, შესაძლოა პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ Rich Rebuilds-ის გაწეული შრომა ნამდვილად დასაფასებელია.