Tesla-ს უნდოდა, რომ თავისი მოდელებით სიტყვა „SEXY“ აეწყო, მაგრამ Ford-მა ამის საშუალება არ მისცა.

ილონ მასკს, რომ სახელების დარქმევაში ბადალი არ ჰყავს, ამაზე არავინ დავობს. ეს იქნება საკუთარი შვილის სახელი (რომლის წარმოთქმაც ინტერნეტში დღემდე დიდი განხილვის საგანია: x æ a-12), თუ მანქანის სახელი, რომელიც კონკურენტი კომპანიის კონკრეტულ ტერმინს ნიშნავს. აშკარაა, რომ მასკი სახელის დარქმევის პროცესს დიდი სერიოზულობით ეკიდება.

Model 3 – სახელის ისტორია

ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას, ბრწყინვალე და ინოვაციური, გარკვეულწილად საკამათო – ნიკოლა ტესლას სახელი ეწოდა. ისევე როგორც Tesla-გამომგონებელს ჰქონდა დიდი გეგმები და ფუტურისტული ამბიციები, Tesla-კომპანიაც თავის სფეროში ლიდერობისთვის იბრძვის (აკი ახერხებს კიდეც).

Tesla-ს ელექტრომობილების სახელების თავდაპირველი მიზანი იყო, რომ მათ საბოლოოდ სიტყვა „SEXY“ დაეწერათ. დაწყებული ორიგინალური Model S-ით, შემდეგ Model X და მათ თეორიულად Model E და Model Y უნდა მოჰყოლოდნენ.

თუმცა, 2014 წელს მოულოდნელად მასკმა გამოაცხადა, რომ Tesla Model E-ს სახელი შეეცვალა და ამიერიდან ის “Model 3” იქნება. ამის მიზეზი ის იყო, რომ Ford-ი სასამართლო პროცესით დაემუქრა. შეგახსენებთ “Model E” Ford-ის ელექტრომობილების განყოფილების სახელიწოდებაა.

გარდა ტესლასთან დავის, ამერიკული საავტომობილო გიგანტი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც “Model T”-თან მიახლოებულ სახელებს იყენებენ, Model T ფორდის პირველი მანქანაა, რომელიც ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა.

სახალისო ფაქტები Model 3-ის სახელის შესახებ

ინოვაციურმა და შორსმჭვრეტელმა მასკმა სახელის შეცვლისას საკმაოდ გენიალური ხრიკი მოიფიქრა, მან “E” “3”-ით ჩაანაცვლა, ამით არა მხოლოდ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს იქნება კომპანიისთვის მესამე მოდელი, არამედ ორი სიმბოლოს მსგავსებით „SEXY“ გეგმა დიდად არ შეცვლილა – „S3XY“.

აღსანიშნავია ისიც, რომ Ford-თან “Model E”-ს შესახებ დისკუსია რეალურად 2014 წელს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2010 წელს Tesla-მ და Ford-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ტესლას თავისი მანქანებისთვის Model E-ს სახელის გამოყენება ეკრძალებოდა, Detroit Free Press-ის თანახმად, მაშინ ტესლა დათანხმდა, რომ ამ სახელს არ გამოიყენებდა. ამის მიუხედავად, 2014 წელს Tesla-მ სასაქონლო ნიშანი სახელწოდებით “Model E” დაარეგისტრირა, რამაც ბუნებრივია Ford-ის სამართლებრივი ქმედებები გამოიწვია.

Tesla Model 3
Tesla-ს ელექტრომობილების მოდელებს სიტყვა „SEXY“ უნდა დაეწერათ

RO Studios-ის მიერ შექმნილი Tesla-ს ბრენდინგი და ლოგო, კომპანიის ფუტურისტულ და სამეცნიერო სულისკვეთებას გამოხატავს; ისევე როგორც თავის დროზე ნიკოლა ტესლამ შექმნა ხელოვნური მეხი, მასკის კომპანიაც ყოველთვის დიდი, ამბიციური მიზნებისკენ ისწრაფვის.

საინტერესოა ისიც, რომ Model 3-ის ორიგინალური ლოგო თავდაპირველად 3 ჰორიზონტალური ხაზი იყო (☰); ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს იყო “E”-ს კლონი. თუმცა, 2017 წელს კომპანიამ შეცვალა Model 3-ის ბრენდი ტრადიციული ნომრით 3. ვარაუდობენ, რომ სამხაზიანი სიმბოლო მანქანის საძიებო სისტემებში ინდექსაციას ართულებდა. ასევე ამბობენ, რომ ის Ford-ის მხრიდან ზეწოლის შედეგად შეიცვალა, რადგან ლოგო ჯერ კიდევ ძალიან ჰგავდა ასო E-ს. 2017 წლის იანვარში Tesla-ს ვებსაიტმა Model 3-ის ლოგოარაბული რიცხვით შეცვალა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

Tesla Model 3
Tesla Model 3-ის ძველი და ახალი ლოგო

Tesla Model 3 გაყიდვები და მომავალი

Model 3-ის წარმოება 2017 წლის ივლისში დაიწყო და გაყიდვები სწრაფად გაიზარდა. EV Sales-ის თანახმად, Model 3 ყველაზე გაყიდვადი ელექტრო მანქანაა ბოლო სამი წლის განმავლობაში (ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის სახელის სისწორეს). 2021 წლის ივნისში Tesla Model 3-მა გაყიდული ერთეულების რაოდენობით მილიონიანი ზღვარი გადალახა და დღემდე პოპულარული რჩება შეერთებულ შტატებსა და ევროპის რიგ ქვეყნებში. ასევე ის არის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი ისტორიაში.

საკითხავია რამდენი ხანი შეინარჩუნებს Model 3 ლიდერობას, გაუსწრებს მას Ford Mach-E ან Tesla-ს საკუთარი Model Y? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ დროს შეუძლია. თუმცა ერთი რამ ახლავე ნათელია – რაც არ უნდა მოხდეს მომავალში Tesla Model 3-ის გაყიდვებში, ეჭვგარეშეა, რომ ის სამუდამოდ შეინარჩუნებს განსაკუთრებული ავტომობილის სტატუსს – ბოლოს და ბოლოს მისი სახელისთვის ხომ ორი ავტო-გიგანტი იბრძოდა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Tesla Model 3

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]