ვიდეოში აღბეჭდილ Tesla Cybertruck-ის უახლეს პროტოტიპს მცირე დეფექტები აქვს, საწარმოო ვერსიას მასზე ბევრად უკეთესი ხარისხი უნდა ჰქონდეს

Tesla-მ 7 აპრილს ტეხასში გიგასაწარმო გახსნა, გახსნის ღონისძიებას Cyber Rodeo უწოდეს. ელექტრო ავტომწარმოებლის ახალი მასიური ქარხანა 3 140 ჰექტარზეა გაშენებული. Gigafactory ოსტინში, ტეხასის შტატში მდებარეობს.

ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ილონ მასკიც დაესწრო. საზოგადოებამ Tesla Cybertruck-ის სამუშაო პროტოტიპი იხილა. კუთხოვანი პიკაპის ნახვა YouTube არხზე განთავსებულ ვიდეოშიცაა შესაძლებელი.

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროტოტიპი საკმაოდ დეფექტიანი და უხარისხოდ აწყობილია.

პანელებს სერიოზული ხარვეზები აქვთ, არასწორი მიმაგრება, წებოვანი მონაკვეთები, დაზიანებული გარე სარკეები, ეს იმ დეფექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სამუშაო პროტოტიპია, შესაბამისად, ამ ნაკლოვანებების შემჩნევა გასაკვირი არ არის.

ზოგიერთი ნაწილი, დიდი ალბათობით ხელითაა მიმაგრებული, ასე რომ შეცდომები სრულიად ბუნებრივია.

ზოგადად, წარმოდგენილი პროტოტიპების უმეტესობები საწარმოო ვერსიებისგან მშენებლობის ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პროტოტიპისგან განსხვავებით წარმოებაში ჩაშვებული პიკაპი ხარისხიანი და უდეფექტო იქნება.

მასკის თქმით ტესლას ტეხასის გიგასაწარმოს წელიწადში მილიონი მანქანის წარმოების შესაძლებლობა აქვს. წარმოების ნახევარი Tesla Model Y-ზე და ბატარეებზე მოვა.

Cybertruck-ი სწორედ ამ ქარხანაში დამზადდება და გაყიდვაში 2023 წელს ჩაეშვება. Cybertruck-ის გარდა, “ახალი პროდუქტების მასიური ტალღა” სწორედ 2023 წლიდან დაიწყება.

მასკს ამ პროდუქტების სახელები არ გაუმჟღავნებია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის მეორე თაობის Roadster-ი და Semi იქნება.

Gallery: Gigafactory Texas

Tesla Cybertruck

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
შემდეგი სტატიამანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს