Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ Cybertruck-ის გამოჩენის შემდეგ, ანუ 2019 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა

ილონ მასკმა 4 აგვისტოს, კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, სახელწოდებით- „კიბერ მიმოხილვა” Tesla Cybertruck-ის ფასებისა და სპეციფიკაციების შესახებ რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ელექტრო ფურგონის საწარმოო მოდელის ფასები და სპეციფიკაციები, 2019 წლის ნოემბერში გამოვლენილ კონცეფციასთან შედარებით განსხვავებული იქნება.

გასაკვირი არც არის, რადგან მსოფლიო ფურგონის კონცეფციის პირველად გამოვლენის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა.

დებიუტიდან მალევე დაიწყო პანდემია და გლობალური ჩაკეტვები, ამ ფაქტმა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებული მუშაობა გამოიწვია, წარმოიშვა ნახევარგამტარების და სხვა ნაწილების დეფიციტი და შედეგად მივიღეთ ფასების ზრდა.

ამას ემატემა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში წარმოქმნილი ინფლაცია და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Cybertruck-ის ფასი $40,000-ზე ნაკლები ვერ იქნება. (2019 წელს, ტესლამ გამოაცხადა, რომ ელექტრო პიკაპის ღირებულება 40 000 დოლარზე ნაკლები იქნებოდა).

„Cybertruck-ის ფასი 2019 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შესაბამისად სპეციფიკაციები და ფასი განსხვავებული იქნება. არ მიყვარს ცუდი ამბების გამოცხადება, მაგრამ მიმდინარე ინფლაციას გვერდ ვერ ავუვლით“-ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი

მიმდინარე მოვლენების ფონზე, Tesla-მ 2021 წლის ოქტომბერში თავისი ვებსაიტიდან პიკაპის ფასები და სპეციფიკაციები ამოშალა.

მასკს სპეციფიკაციის ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი განუმარტავს. აღმასრულებელმა აღნიშნა, რომ Cybertruck-ის წარმოება 2023 წლის შუა პერიოდში Tesla-ს Gigafactory Texas-ში დაიწყება.

TeslaCybertruck

Cybertruck

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTop 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
შემდეგი სტატიაპლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი