ელექტრო ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ახალი ჰუმანოიდი რობოტი Bot-ის შექმნა დააანონსა, ილონ მასკის აღმავალი თვითპროგრესი გრძელდება.

ილონ მასკმა, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალ სფეროში შეაბიჯა და ხუთშაბათს საღამოს, Tesla-ს Ai day-ზე განაცხადა, რომ კომპანია შექმნის ჰუმანოიდ რობოტს, რომლის პროტოტიპიც, სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლისთვის ექნებათ.

ახალი კონცეპტი, ადამიანებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას ემსახურება.

მასკი იმედოვნებს, რომ ახალი „ანთროპობოტი“  Bot-ი მუშა ადამიანის რთულ საქმიანობას ჩაანაცვლებს.

მისი თქმით, რობოტი გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ადამიანებს ყველაზე ნაკლებად სურთ, მაგალითად: დავარდნილი ნივთის ძირიდან აღება, სასურსათო მაღაზიაში წასვლა, ასევე, სახიფათო/უსიამოვნო საქმეების შესრულებადა ა.შ.

Tesla Bot-ის სიმაღლე 173 სანტიმეტრი იქნება, წონა კი- 57კილოგრამი. რობოტს ექნება ეკრანი სადაც სასარგებლო ინფორმაცია იქნება გამოტანილი.

Bot-ი ადამიანის ხმოვან ბრძანებებს დაემორჩილება. ილონ მასკის თქმით, ადამიანის აღნაგობის რობოტი მშვიდი და დამჯერი იქნება. მისი სიჩქარე საათში 8 კილომეტრს მიაღწევს.

ილონ მასკმა, აღნიშნა, რომ Tesla, მისი ავტომობილების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი რობო-ტექნიკური კომპანიაა, მან კომპანიის მანქანებზე თქვა, რომ ისინი „ნახევრად-მოაზროვნე რობოტები არიან ბორბლებზე“ მასკმა ასევე, ხაზი გაუსვა საკუთარ ნახევარგამტარებზე მიღწეულ პროგრესს, რომელიც სპეციალურად შექმნილია ნერვული ქსელის მომზადებისთვის.

Tesla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini Countach-ის „მეორედ მოსვლა“!დაბრუნება 800 ცხენის ძალით!
შემდეგი სტატიატესტი: ამოიცანი რომელი ავტომობილების ბაზაზეა შექმნილი ეს არანორმალური ტუნინგ-პროექტები?