„უხეში“ გარეგნობის, მაღალტექნოლოგიური Tank 500 3.0-ლიტრიანი ტურბო V6 ძრავით – 349 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
Chengdu Motor Show-ზე, რომელიც ჩინეთში, აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში იმართებოდა, ავტომწარმოებელმა ახალი ჯიპი, სახელად- Tank 500 წარადგინა.
Tank-ი, ჩინური საავტომობილო მარკაა, რომელსაც ავტომწარმოებელი კომპანია Great Wall Motors-ი ფლობს. ის, საზოგადოებამ, 2020 წელს, Tank 300-ის გამოშვების შემდეგ გაიცნო.
უხეში გარეგნობის ჯიპი მაღალტექნოლოგიური სალონით

Tank 500-ის გარეგნობა, სულ მცირე, დიდი ამერიკული ჯიპების კონცეფციითაა შთაგონებული. დამრეცი კუთხეები და მახვილი ფორმები „ინსპირირებულია“ ისეთი მოდელებისგან, როგორებიცაა : Chevrolet Suburban, Ford Expedition და Jeep Grand Cherokee L.

ავტომობილს წინ ლითონისსაფარიანი, მასიური ცხაური აქვს, რომელსაც შუაში, გიგანტური ემბლემა T-აქვს გამოსახული. ძრავის განყოფილების ხუფზე არსებული განაკვეთი, მანქანას სპორტულ იერს აძლევს.
რაც შეეხება ავტომობილის კონფიგურაციას, მას კლასიკური Two-box-ის ფორმა აქვს. ფანჯრებს გარშემო მეტალის მასიური კანტი აქვს შემოვლებული, სახურავზეც ანალოგიურად, მეტალის ორი ცალი მოაჯირია განთავსებული.
მკვეთრად გამოხატული სპოილერი სახურავის უკანა ნაწილზეა მიმაგრებული, უკანვეა სათადარიგო საბურავის კონტეინერი.
მდიდრული და მაღალტექნოლოგიური სალონი
შიგნიდან ჯიპი მდიდრული და კომფორტულია. ავტომობილში განთავსებულია 12.3-ინჩიანი ციფრული მოწყობილობების ნაკრები. საჭესთან დამონტჟებულია 14,6-ინჩიანი დისპლეი.
ცენტრალურ კონსოლზე მართვის კონტროლის ღილაკებია განთავსებული.

ავტომობილს აქვს 3.0 ლიტრიანი ტურბო V6-ტიპის ძრავი, რომელიც რომელიც 349 ცხენის ძალას, შესაბამისად 260 კილოვატს გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი 500 ნიუტონ/მეტრია. მანქანას გააჩინია 9-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.
მანქანა სიგრძეში (სათადარიგო საბურავის კონტეინერის გამოკლებით) დაახლოებით-4,9 მეტრია. შედარებისთვის: ახალი Jeep Grand Cherokee L- 5.2 მეტრია.
Tank 500 ჩინეთის ბაზარზე 2021 წლის ბოლოს გავა. ჯერჯერობით უცნობია გაიტანენ თუ არა ახალ ჯიპს სხვა ქვეყნების ბაზრებზე.