Subaru-მ 2022 წლის აგვისტოს გაყიდვები გამოაქვეყნა, მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რომელიც დღეს ავტომწარმოებლის წინაშე დგას, რიცხვები დადებითია.
მოდელებმა Crosstrek და Outback-მა, დავალებას თავი წარმატებით გაართვეს, ავტომწარმოებელმა 15,126 და 10,928 ერთეული გაყიდა, შესაბამისად.
მაგრამ, საქმე მთლად კარგად მაინც არაა, WRX/STI-ის წლიური გაყიდვები უზარმაზარ, 41,2%-იან ვარდნას განიცდის.

ეს შეიძლება წარმოების ნელი ტემპით და შეზღუდული მიწოდებით იყოს გამოწვეული, თუმცა არსებობს გაყიდვების ვარდნის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი – WRX უბრალოდ აღარ არის მიმზიდველი მისი სამიზნე აუდიტორიისთვის.
ავტომწარმოებელმა გასულ თვეში მხოლოდ 2,304 WRX გაყიდა. მართალია, ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ივლისში, მაგრამ სპორტული სედანისთვის ეს რიცხვი მაინც კატასტროფულია.
საინტერესოა ისიც, რომ ბრენდის სხვა სპორტული შეთავაზება, BRZ, ყველაზე ნელი ტემპით იყიდება. აგვისტოში ავტოსალონებიდან მხოლოდ 308 ეგზემპლარი გაიყიდა.

ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ Subaru-ს გაყიდვებს ამ მოდელების ჩავარდნა ვერაფერს დააკლებს, თუმცა საკმარისია გავიხსენოთ რა დაემართა ერთ დროს მის ყველაზე ახლო კონკურენტ Mitsubishi-ს, როდესაც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა შეწყვიტოს სპორტული მანქანების წარმოება და ფოკუსირება მოახდინოს მასობრივ ბაზარზე. მიცუბიშის აღნიშნულ ნაბიჯს, კომპანიის გაყიდვების საგრძნობი შემცირება მოჰყვა.
ეს შეიძლება სუბარუს არ დაემართოს, მაგრამ გასათვალისწინებლად ნამდვილად ღირს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მონაცემებით, სუბარუ, მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტომწარმოებლის რეიტინგში, მე-20 ადგილს იკავებს.