Lotus Emira- სრულიად ახალი პლატფორმა, განახლებული სალონი, V6 ან ოთხმაგი ტურბო ძრავი

Lotus Emira– ახალი სერიული წარმოების მოდელი, განსაცვიფრებელი ძრავის მქონე ორადგილიანი სპორტული კუპე, სუპერქარის გარეგნობით, მაღალი ხარისხის სალონით და Mercedes- AMG-ის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით.

Porsche 718 Cayman-ის მეტოქის, Lotus Emira-ს პირველი გამოცემის ფასი £75,995 გირვანქა სტერლინგი იქნება, ხოლო ძირითადი გამოცემა- £59,995 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

ის გლობალურ ბაზარზე მომავალი გაზაფხულიდან გავა. თავდაპირველად მას ექნება Toyota-ს 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი, შემოდგომისთვის კი-2.0 ლიტრიანი AMG. (ეს ხელმისაწვდომი გახდა Lotus-ისა და AMG-ს შორის ახალი ტექნიკური პარტნიორობის შედეგად)

როგორც წეღან აღვნიშნე, პირველად გამოვა შეზღუდული წარმოების გამოცემა, რომელსაც ექნება V6 ძრავი, ასევე მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევანი.

ექსტერიერის 6 და ინტერიერის 7 ფერის ვარიაცია

სრულიად ახალი Lotus Emira-პირველი გამოცემა, სპეციფიკა და მახასიათებლები
სტანდარტული დიზაინის პაკეტი მოიცავს დაბურულ მინას, შავ, ალკანტარას შიდა სახურავს და სპორტულ პედლებს.

ინდივიდუალურ პირველ გამოცემას ექნება 2 ფერში გაწყობილი 20-ინჩიანი დისკები. ლოტუსის ბრენდული სამუხრუჭე ხუნდები, საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა, შავი, კონტრასტული ქვედა ნაწილი და სავარძლების გათბობის სისტემა.

ავტომობილი ექსტერიერის 6 და ინტერიერის 7 ფერის ვარიაციითაა წარმოდგენილი. სტანდარტული დიზაინის პაკეტი მოიცავს დაბურულ მინას, შავ, ალკანტარას შიდა სახურავს და სპორტულ პედლებს.

ემირა, ჰეთელის ბოლო არაელექტრირებული მანქანა იქნება. ამის შემდეგ გამოვა შეზღუდული წარმოების ელექტრო ჰიპერქარი Evija.

ემირას აქვს Lotus- ის ახალი, სპორტული ავტომობილის არქიტექტურული პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია ალუმინის შასის ტექნოლოგიის გამოყენებით.( აღსანიშნავია რომ ლოტუსმა ეს ტექნიკა პირველად 1996 წელს, Elise-ს შემთხვევაში გამოიყენა.)

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა შეიცვალა, ბორბლების ბაზა უცვლელი დარჩა.

ემირას ორივე ვერსიის ძრავები მხოლოდ უკანა ღერძს აძლიერებენ. Lotus-ს საბოლოო მაჩვენებლები ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ Emira-ს ორივე ვერსიას ექნება 355-დან-395-მდე ცხენისძალა, გარდა ამისა ბრუნვის მომენტი, 430 ნიუტონ/მეტრი იქნება.

0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.5 წმ-ზე ნაკლებ დროში შეძლებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290კმ/სთ იქნება. გარდა ამისა CO2-ის გავრცელება/ემისია, ოფიციალურად, 180 გ/კმ-ზე ნაკლები იქნება.

დახვეწილი ვიზუალი და მსგავსება Evija-სთან

სრულიად ახალი Lotus Emira-პირველი გამოცემა, სპეციფიკა და მახასიათებლები
დაბალი გადახურვა, გამოკვეთილი გვერდები და მოცულობითი უკანა ნაწილი.

ვიზუალური თვალსაზრისით ემირა და ევია ერთმანეთს გვანან-დაბალი გადახურვა, გამოკვეთილი გვერდები და მოცულობითი უკანა ნაწილი.

Lotus-ის დიზაინერის რასელ კარის მიერ სტილიზებული ემირა, სხვა მოდელებთან შედარებით, უფრო კომფორტული და ტექნოლოგიურად დატვირთული გახდა.

მოდერნიზებული და ტექნოლოგიური სალონი

მოდერნიზაცია ეტყობა ინტერიერსაც, წინა და უკანა მხარეს დამონტაჟებულია LED განათებები, ასევე 10.25 ინჩიანი სენსორული ინფო-გასართობი სისტემა, რომელიც სტანდარტულად მოიცავს Apple CarPlay და Android Auto. ავტომობილს აქვს 12.3 ინჩიანი მძღოლის საინფორმაციო ციფრული ეკრანიც.

სალონი გაწყობილია მაღალი ხარისხის მასალებით და ტექნიკური საშუალებებით:

მრავალფუნქციური საჭით, KEF-ის პრემიუმ ხმის სისტემით, სტანდარტული ოთხმხრივი ელექტრო რეგულირებადი სავარძლებით, უკონტაქტო ნათებით, საკრუიზო კონტროლით, უკანა პარკირების სენსორებით (სურვილისამებრ წინა პარკირების სენსორებით).

მიუხედავად ახალი ტექნოლოგიისა და მდიდარი მასალისა, Lotus– ის ზოგიერთი კლასიკური მახასიათებელი უცვლელი რჩება.

განახლებული არქიტექტურული პლატფორმა და სისტემები

სრულიად ახალი Lotus Emira-პირველი გამოცემა, სპეციფიკა და მახასიათებლები
ახალი ელექტრული არქიტექტურა

Lotus Emira-ს ექნება ადაპტირებული საკრუიზო კონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, დაღლილობის სიგნალი, საგზაო ნიშნების დეტექტორი,სიჩქარის შემზღუდველი, ეს ყველაფერი ADAS (მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემების) კომპლექტის ნაწილია.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ახალი ელექტრული არქიტექტურის წყალობით, რომელიც აღებულია Geely-დან, მაგრამ მორგებულია ლოტუსის საჭიროებებზე.

როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა მეტ ვინდლიმ თქვა, ეს მახასიათებლები ახალი მყიდველების მოსაზიდად დაემატა, ხოლო მათი ერთგული მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი- ლოტუსის კლასიკური არსი და დინამიკა უცვლელი დარჩა.

შასის ორი პარამეტრი იქნება შემოთავაზებული: ესენია სტანდარტული ტური, რომელიც რბილ მართვას გვთავაზობს და უფრო მკაცრი, სპორტის რეჟიმი. ამ ყველაფერს Lotus Driver’s Pack-სი უზრუნველყოფს. (ეს ასევე გულისხმობს Michelin Pilot Sport Cup 2 საბურავებს, სტანდარტული Goodyear Eagle F1 Supersport-ის ნაცვლად)

ემირა არ გამოირჩევა აქტიური აეროდინამიკით, მაგრამ იძლევა დაბალანსებულ ძალას წინა და უკანა ნაწილებს შორის.

”ეს არის Lotus– ის ნამდვილი სპორტული მანქანა, რომელიც ემყარება Elise, Exige და Evora– ს მემკვიდრეობას.” – Gavan Kershaw (ლოტუსის ავტომობილის ატრიბუტების და პროდუქტების  დირექტორი)

Lotus–ს სურს, რომ წელიწადში 4,800 Emira აწარმოოს. ეს მისი, შიდა წვის ძრავიანი ბოლო ავტომობილი იქნება.

Gallery: Lotus Emira


ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lotus Emira

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]