GM ადასტურებს, რომ სრულად ელექტრო და ელექტრიფიცირებული Chevrolet Corvette 2023 წლიდან გამოვა
Chevrolet-ის საკულტო Corvette-ს სპორტული მანქანების დიაპაზონი გაფართოვდება, რიგებს ელექტრიფიცირებული და სრულად ელექტრო ვარიანტები შეემატებიან.
ამ საინტერესო სიახლეს General Motors-ის პრეზიდენტი მარკ როისი ადასტურებს.
“სპოილერი” ბაიდენისეულად…
ჭორები, სრულად ელექტრო Corvette-ის შესახებ უკვე წლებია ვრცელდება, ამის მიუხედავად სპორტული მანქანის სპეციფიკასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არაფერია ცნობილი.
ჯერ კიდევ 2020 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ერთ-ერთი კამპანიის დროს თქვა, რომ GM სრულად ელექტრო Corvette-ზე მუშაობდა და რომ ამ კორვეტის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ იქნებოდა.
ამ განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა ინფორმაციის გადამოწმება სცადეს, თუმცა, პრეს-სპიკერებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
დირექტორის ინტერვიუ
CNBC-ის Squawk Box-ზე მიცემულ დღევანდელ ინტერვიუში როისმა აღნიშნა, რომ ელექტრიფიცირებული Corvette C8 2023 წელს ჩამოვა, მოგვიანებით კი საზოგადოება სრულად ელექტრო ვერსიასაც იხილავს.
აღნიშნულ ინტერვიუში როისს არაფერი უთქვამს ჰიბრიდულ და plug-in ჰიბრიდულ ვერსიებზე, მას არც EV-ის გამოსვლის ზუსტი დრო დაუანონსებია.
ინტერვიუს შემდეგ ჰიბრიდირებული ვერსიის თიზერ ვიდეოს საშუალებით Chevrolet-მა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. (ვიდეოში კარგად ისმის შიდა წვის ძრავის ხმა და ნათლად ჩანს გამონაბოლქვი მილიდან გამოსული კვამლი.
ამ ვიდეოშივე ჩანს, რომ ელექტრიფიცირებულ Corvette-ს, როგორც წინა ასევე უკანა საბურავებიც ტრიალებს, ასე რომ პირველად, კორვეტს all-wheel-drive სისტემა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ჯაშუშურად შენიღბულ ჰიბრიდულ კორვეტებს ნიურბურგრინგზე უკვე დიდი ხანია ტესტავენ.
E-Ray
საავტომობილო წრეებში ფიქრობენ, რომ ახალ ელექტრიფიცირებულ სპორტულ მანქანას E-Ray-ს დაარქმევენ (ეს სავაჭრო ნიშანი GM-ს ჰიბრიდული მოდელებისთვის 2015 წლიდან აქვს).
„გარდა საოცარი ახალი Chevrolet Corvette Z06-ისა და სხვა გაზზე მომუშავე ვარიანტებისა, მომავალში ჩვენ ელექტრიფიცირებულ და სრულად ელექტრო Ultium-ზე დაფუძნებულ კორვეტსაც შემოგთავაზებთ“- წერს თავის LinkedIn-ზე აღმასრულებელი დირექტორი
„ელექტრიფიცირებულ [ჰიბრიდულ] Corvette-ს საზოგადოებას, უკვე მომავალ წელს შევთავაზებთ. დეტალები და სახელები მოგვიანებით გახდება ცნობილი.”-აღნიშნა მან.
დაუზუსტებელი ცნობების ქრონიკებიდან…
რა თქმა უნდა, ოფიციალური მონაცემების და დეტალების გამჟღავნებამდე საავტომობილო წრეებში უამრავი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია გაჩნდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ჰიბრიდულ Corvette-ს Stingray-ის 6.2-ლიტრიანი LT2 V-8-სთან დაწყვილებული ელექტროძრავი ექნებოდა, რომელიც სიმძლავრეს უკვე შთამბეჭდავი 490 ცხ.ძ-დან დაახლოებით 650 ცხ.ძ-მდე გაზრდიდა.
ვარიაციები
შიდა წვის ძრავის მოყვარულების დასამშვიდებლად როისმა აღნიშნა, რომ GM ტრადიციული კორვეტების წარმოებას კვლავ გააგრძელებს.
იმავეს ვერ ვიტყვით გაზზე მომუშავე ვარიანტზე. GM-მა გამოაცხადა, რომ 2035 წლისთვის გაზზე და დიზელზე მომუშავე ყველა მანქანას ეტაპობრივად გააუქმებს.
აღსანშნავია, რომ Chevrolet-ი შესაძლოა Corvette-ის ჯიპის ვერსიაზეც მუშაობდეს. ამას კომპანიის დიზაინის სტუდიის მიერ ცოტა ხნის წინ გაზიარებული ესკიზიც მოწმობს, რომელიც Corvette-ს ქროსოვერ ვერსიაზე მიანიშნებს.
ჰიბრიდული Corvette-ს ფასი, სავარაუდოდ, 100,000 აშშ დოლარი იქნება.