58 ეგზემპლარად გამოშვებული 2009 Spyker C8-ს შეძენა Audrain Concours-ის აუქციონზეა შესაძლებელი, მას მხოლოდ 1 126კმ აქვს გავლილი

ექსკლუზიურობა და უნიკალურობა, სპორტული მანქანებისა და ძვირადღირებული ავტომობილების სამყაროში შედარებითია.

ვთქვათ მერსედესი და პორშე, ეს ღვთაებრივი ავმომწარმოებლები, ფერარისთან და ბენტლისთან შედარებით, შესაძლოა, სტანდარტულად კარგ ბრენდებად ჩავთვალოთ.

Spyker C8 იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე გამოიყურება

Spyker C8
ავტომობილს ხელით დამუშავებული ალუმინის კორპუსი და უნიკალური დეტალები აქვს

ადამიანი, რომელიც ეძებს  განსაკუთრებულს, ექსკლუზიურს, და რაღაც მართლა იშვიათს, მაშინ, მის სტანდარტებს Spyker-ი უნდა მოერგოს.

ისტორიული კომპანია Spyker-ი 1880 წელს ძმებმა იაკობუს და ჰენდრიკ შპიკერებმა დააარსეს. ნიდერლანდების სიამაყე სპაიკერი, საავტომობილო თუ საჰაერო ხომალდების წარმოებაში, საკმაოდ წარმატებული იყო. კომპანიამ არსებობა, 1925 წელს დაასრულა.

Spyker Cars-ი, ასევე ჰოლანდიური წარმოშობის კომპანია, 1999 წელს დაარსდა. ახალი კომპანიის დიზაინის ფილოსოფია შთაგონებულია ისტორიული სპაიკერის ლათინური დევიზით- Nulla tenaci invia est via, რაც იმას ნიშნავს რომ „დაჟინებულთათვის გაუვალი გზა არ არსებობს“. (ეს დევიზი Spyker-ის 1903 წლის სარბოლო მანქანისგან გამომდინარეობდა)

Spyker Cars- მა 2000-დან 2012 წლამდე 300-მდე ავტომობილი აწარმოა, რამაც თანამედროვე სპორტული ავტომობილის უახლეს ისტორიაში, შესანიშნავი კვალი დატოვა.

ახალი Spyker C8 კუპე კაბრიოლეტის ფასი 275,000 აშშ დოლარიდან იწყებოდა.

ამ უკანასკნელს ლავიოლეტა ერქვა, ბელგიელი ინჟინერის ჯოზეფ ვალენტინ ლავიოლეტის საპატივცემულოდ. ჯოზეფმა 1900-იანი წლების დასაწყისში, Spyker-ისთვის რამდენიმე წარმატებული რბოლის მანქანის კონცეფცია შეიმუშავა.

C8 კუპეს, დაახლოებით, 58 ეგზემპლარი შეიქმნა, ეს იყო 2001-2009 წლებში. ასეთი მცირე ტირაჟით გამოსული ერთ-ერთი ავტომობილი აშშ-ში გაიყიდა, მას მხოლოდ 1 126კმ აქვს გავლილი, ის განსაკუთრებით იშვიათ მანქანად ითვლება.

მოხალული ნუშისფერი სუპერ მანქანა

Spyker C8
თვითმფრინავით შთაგონებული

მოხალულ ნუშისფერ ავტომობილს ნიუპორტში, Audrain Concours-ის აუქციონზე 1 ოქტომბერს გაიტანენ, ამის შესახებ გამოცემა robbreport-ი წერს. მანქანის სავარაუდო ფასი 300,000-დან 400,000 დოლარამდე იქნება.

Spyker C8  ალუმინისგანა გებული. მისი სხეული ფორმირებულია ხელით, ეს მის უჩვეულო გარეგნობას კიდევ უფრო ღირებულს და საინტერესოს ხდის.

მათთვის ვინც „ჩაქუჩით“ მომუშავე ხელოსნებს აფასებს და კარგად იცნობს იტალიის და ბრიტანეთის ძარათმშენებლობის ოქროს ხანას, Spyker-ი ამ მომაკვდავი ხელოვნების უმაღლესი წერტილია.

გედი-როგორც კონცეპტუალურად, ისე ტექნიკურად

Spyker C8
კარები ე.წ “გედის ფრთებივით” ეხსნება

ავტომობილის კარები „გედის ფრთებივით“ იხსნება და შიგნით გვხვდება ალმასის ქვით დაფარული შავი ტყავის ინტერიერი ნარინჯისფერი ნაკერით, ეს ინსპირირებულია დიდებული შანელის ხელჩანთისგან.

CHANEL-ით ინსპირირებული

Spyker C8
შავი სალონი, ნარინჯისფერი ნაკერით- შანელით ინსპირირებული

ვინტაჟური, ავიაციით შთაგონებული ექსტერიერი, მაღალი მოდით ინსპირირებული ინტერიერი და მისი საერთო მახასიათებლები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

Audi- ს 4.2 ლიტრიანი V-8

Spyker C8
ავტომობილი 400 ცენის ძალას გამოიმუშავებს

რაც შეეხება მის მახასიათებლებს- Audi- ს 4.2 ლიტრიანი V-8 დაახლოებით 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას აქვს მექანიკური, ექვს-სიჩქარიანი Getrag გადაცემათა კოლოფი, რომელიც უკანა ბორბლებს მართავს.

ის საკმაოდ მსუბუქი და კომპაქტურია. მისი სიმსუბუქე კი მისი მართვის დახვეწილი მანერის პირდაპირპროპორციულია.

დაველოდოთ 1 ოქტომბერს და ვნახოთ ვინ გახდება ამ შთამბეჭდავი „ექსპონატის“ მფლობელი.

Spyker C8

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაJeep Wrangler Willys Xtreme Recon-სამხედრო თემატიკის ჯიპი
შემდეგი სტატიაVolkswagen-ის და ხელოვნების დიზაინის სტუდენტების მომავლის პროექტი-ელექტრომობილები და მობილობა