90-იანი წლების სპორტული მანქანები, რომლებიც დღესაც თანამედროვედ გამოიყურებიან

საავტომობილო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. შესაბამმისად, ავტო-დიზაინერებისთვის მუდმივად მარადმწვანე დიზაინის შექმნა რთული ამოიცანაა.

მანქანების უმეტესობა, საავტომობილო მოდის და ტენდენციების თვალსაზრისით, ათწლეულზე მეტს ვერ უძლებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი აქტუალობას ინარჩუნებენ.

წარმოგიდგენთ 1990-იანი წლების სუპერმანქანებს, რომლებიც დღევანდელობაშიც თანამედროვედ გამოიყურებიან.

Toyota Supra Mk4

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
Supra MK4-ს 2JZ-GE 3.0-ლიტრიანი და 2JZ-GTE 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი ამუშავებს.

MK4 საავტომობილო ბაზარზე 1993 წელს შემოვიდა. მას 8 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. Mk4-მა სპორტული მანქანების მოყვარულთა უმეტესობის გული the Fast and Furious-ში მონაწილეობის შემდეგ მოიგო.

JDM მანქანის ენთუზიასტებს განსაკუთრებით მისი აეროდინამიკური ფორმა მოსწონთ.

Supra MK4-ს 2JZ-GE 3.0-ლიტრიანი და 2JZ-GTE 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი ამუშავებს.

ავტომობილი Lexus SC პლატფორმაზეა დაფუძნებული.

Aston Martin DB7

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
DB7 პირველი Aston Martin-ია, რომელიც V12 ძრავით გამოდის. ის კუპეს და კაბრიოლეტის ვარიანტებად იყო წარმოდგენილი.

1990-იანი წლების ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც 1993 წლის ჟენევის საავტომობილო შოუზე გამოვიდა Aston Martin DB7-ია.

ულამაზესი კორპუსით, ელეგანტური ინტერიერით და დახვეწილი შესრულებით DB7 თანამედოვე ავტომობილებს კონკურენციას სულ მარტივად გაუწევს.

DB7 პირველი Aston Martin-ია, რომელიც V12 ძრავით გამოდის. ის კუპეს და კაბრიოლეტის ვარიანტებად იყო წარმოდგენილი.

Jaguar XK8

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
XK8 Jaguar-ის პირველი მოდელია, რომელიც 4.0-ლიტრიანი 32-სარქველიანი V8 ძრავით აღჭურვეს

XK8 და DB7 ვიზუალურად ერთმანეთს გვანან. ეს ბუნებრივია, რადგან ორივე ბრენდი Ford-ის „თავლადან“ მოდის.

ვიზუალური თვალსაზრისით XK8 DB7-ზე ელეგანტურია, ყოველ შემთვევაში ინტერიერი მასზე უკეთესი აქვს. ის ორკარიანი კაბრიოლეტის და სამკარიანი ჰეჩბექის სახითაა ხელმისაწვდომი.

XK8 Jaguar-ის პირველი მოდელია, რომელიც 4.0-ლიტრიანი 32-სარქველიანი V8 ძრავით აღჭურვეს. ძრავი 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი მართვის მსუბუქი მანერით და მგზავრობის დახვეწილი ხარისხით გამოირჩევა.

Ferrari F355

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,7 წუთს ანდომებს.

Ferrari F355 348-ის შემცვლელი მოდელია. მისი წარმოება 1995-დან 1999 წლამდე გრძელდებოდა. ის მის წინამორბედზე ბევრად საიმედო იყო. ავტომობილს მსუბუქი მონოკოკური კონსტრუქცია ჰქონდა.

F355 ფერარის პირველი, ოთხკამერიანი, ხუთსარქველიანი ძრავის მქონე საგზაო მანქანაა, რომელიც 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,7 წუთს ანდომებს.

Lotus Esprit V8

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,4 წამს ანდომებდა

Lotus Esprit-ი V8 ძრავით 1996 წელს აღიჭურვა. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,4 წამს ანდომებდა.  ფუფუნების და ეფექტური შესრულების შერწყმამ ესპრიტი საუკეთესო მეგზურად აქცია.

McLaren F1

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
და თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა, რევოლუციური, არაამქვეყნიური McLaren F1, მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა!

და თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა, რევოლუციური, არაამქვეყნიური McLaren F1, მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა!

ეს იყო ავტომობილი ნახშირბადბოჭკოვანი სტრუქტურით და პანელებით, მასში დამონტაჟებული იყო 627 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავი.

შედეგი გასაოცარი იყო 386 კმ/სთ. თუმცა, ამბობენ, რომ მისი მართვა დაბალი სიჩქარის დროსაც კი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო.

534,000 გირვანქა სტერლინგის, (727 624 აშშ დოლარის) ღირებულების F1 სრულიად უკომპრომისო ავტომობილი იყო.

მისი მხოლოდ 106 ერთეული შეიქმნა, მათგან გზებისთვის ლეგალური მხოლოდ 71 ეგზემპლარი იყო, დანარჩენს კი მბრბოლელები იყენებდნენ.

Dodge Viper GTS

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
Dodge Viper-ი GTS Daytona Coupe-ს თანამედროვე რეინკარნაციაა

Dodge Viper-ი GTS Daytona Coupe-ს თანამედროვე რეინკარნაციაა. დახვეწილი მართვა, განსაცვიფრებელი ვიზუალი და შთამბეჭდავი შესრულება ვაიპერს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სუპერმანქანად აქცევს.

დიდი ბორბლების, მასიური კაპოტის და ზოლიანი საფარის მქონე მანქანა დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებლებისთვისაა გათვლილი.

Mazda RX-7

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
მესამე და ბოლო თაობის RX-7 კოდური სახელწოდებით “FD” განახლებული დიზაინით ბაზარზე 1992 წელს შემოდის.

90-იანების სუპერმანქანებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ Mazda RX-7. მსუბუქი დიზაინის, მართვის ამაღელვებელი გამოცდილების  და სასიამოვნო მგზავრობის წყალობით RX-7 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სუპერმანქანაა.

მესამე და ბოლო თაობის RX-7 კოდური სახელწოდებით “FD” განახლებული დიზაინით ბაზარზე 1992 წელს შემოდის.

Lamborghini Diablo

სპორტული მანქანები 90-იანებიდან
დიაბლო მისი წინამორბედის, Countach-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო.

Diablo ყველაზე გაყიდვადი ლამბორგინი იყო, მისი წარმოება 2001 წელს დამთავრდა. თავისი მაკრატლისებრი კარებით, ციცაბო საქარე მინით და დახრილი წინა ნაწილით დიაბლო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სუპერმანქანა იყო.

დიაბლო მისი წინამორბედის, Countach-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო.

სპორტული მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი Ford Mustang 2023: კიდევ უფრო მძლავრი და ტექნოლოგიური, მაგრამ მაინც შიდა წვის ძრავით
შემდეგი სტატიაAudi RS 3-ის და Lamborghini Aventador-ის რბოლის შედეგი, სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებთ