Sony Honda Mobility Company-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრომობილები Vision-S 01 სედანი და Vision-S 02 ქროსოვერი 2025 წლიდან გაიყიდება.

ორი ელექტრო კონცეფციის Vision-S 01 სედანის და Vision-S 02 ქროსოვერის წარდგენის შემდეგ, Sony-მ 2022 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ელექტრომობილების სეგმენტში შესასვლელად პარტნიორს ეძებდა.

ჰონდასთან თანამშრომლობა

მარტის დასაწყისში, ეს ძიება სწრაფად დასრულდა, რადგან სონის პარტნიორობა Honda-მ შესთავაზა.

მათი თანამშრომლობის ფარგლებში 50/50-ზე საწარმო შეიქმნება. თავდაპირველად გაერთიანების სახელი ცნობილი არ იყო, თუმცა, ახლა კომპანიები ბრენდის სახელს გვიმხელენ- ტოკიოში დაფუძნებული Sony Honda Mobility Inc. ამ წლის ბოლომდე დაარსდება.

ელექტრომობილების გაყიდვები 2025 წლიდან იგეგმება. სხვა დეტალები ამ დროისთვის მწირია, მაგრამ პრესრელიზში პასუხისმგებლობის საკითხები ბუნდოვნად, თუმცა მაინც გამოიკვეთა.

Honda

Sony Honda Mobility Inc-ი Honda-ს უახლეს გარემოსდაცვით და უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, მობილურობის განვითარების შესაძლებლობებს, ავტომობილის კორპუსის წარმოების ტექნოლოგიას და გაყიდვების შემდგომი მომსახურების მართვის გამოცდილებას.

Sony

ამავდროულად, Sony გამოსახულების, სენსორული, ტელეკომუნიკაციის, ქსელის და გასართობი ტექნოლოგიების შემუშავებასა და გამოყენებას უზრუნველყოფს.

Honda-ს გეგმები

პარალელურად ჰონდას  General Motors-თან Ultium პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული გარიგება აქვს დადებული.

Honda-ს გრძელვადიანი მიზნები ათწლეულის ბოლოსთვის ბატარეებზე და საწვავის უჯრედებით მომუშავე ელექტრომობილების გაყიდვების წლიური მიწოდების 40%-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.

2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება, 2040 წლისთვის კი კომპანია შიდა წვის ძრავს საბოლოოდ ჩააქრობს.

ამ კონდიციამდე მისასვლელად ელექტრო პლატფორმის პრემიერა ათწლეულის მეორე ნახევარში შედგება.

Sony Vision-S 02 კონცეფცია

Sony Honda Mobility

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-AMG G63 4×4² V8 ძრავით და 585 ცხენის ძალით
შემდეგი სტატიაFerrari-ის ჯიპის Purosangue-ს დებიუტი სექტემბერში შედგება