ჩეხური ბრენდის, Skoda-ს გაყიდვები 2021 წელს 12,9%-ით შემცირდა, გამონაკლისია ელექტრო Enyaq

Skoda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თომას შაფერმა 2021 წელი შეაფასა, როგორც-“ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი, ავტომწარმოებლის ისტორიაში“.

მან აღნიშნა, რომ გლობალური გაყიდვები 12,9%-ით შემცირდა. ბრენდმა გასულ წელს 878,200 ერთეული გაყიდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა 8 წლის განმავლობაში, როდესაც ჩეხურმა ფირმამ, მილიონზე მეტი ავტომობილი ვერ გაყიდა.

Kushaq

Skoda-ს გაყიდვები 2021-ში 12,9%-ით შემცირდა
ინდოეთის ბაზარზე 108,9%-იანი ზრდა Kushaq-ის დამსახურებაა

„მიკროჩიპების კრიზის“ და Covid-პანდემიის ფონზე (მოგეხსენებათ პანდემიამ საავტომობილო ინდუსტრიაზე და არა მარტო უარყოფითი გავლენა იქონია) Skoda-სთვის თითქმის ყველა ბაზარი დაქვეითებულია, გამონაკლისია ინდოეთი, ამ შემთხვევაში სახეზეა 108,9%-იანი ზრდა. (2020 წელთან შედარებით). ეს კი Kushaq-ის საშუალო ზომის ჯიპის დანერგვის წყალობით მოხდა.

ყველაზე მეტად ჩინეთის გაყიდვებმა იზარალა-58,8%-ით. დასავლეთ ევროპაში შედარებით მოკრძალებული-5,9%-იანი მაჩვენებელია.

დიდი ბრიტანეთი Skoda-სთვის კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება, ის გერმანიის, რუსეთის, ჩეხეთის და ჩინეთის შემდეგ ავტომწარმოებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

2021 წელს დიდ ბრიტანეთს, 55,800 Skoda მიეწოდა. Skoda-მ მცირე ზრდას რამდენიმე შედარებით პატარა ქვეყანაში მიაღწია- პორტუგალია (1800 მანქანა, +37,4%), ნორვეგია (9800 მანქანა, +36,9%), ირლანდია (9100 მანქანა, +21,8%), ნიდერლანდები (19,300 მანქანა, +19,0%) და ესპანეთი (24,600 მანქანა, +17,0%).

ბრენდის ყველაზე „დიდი თევზი“ კვლავ Skoda Octavia-ა. ვარდნის შემდეგ ყველაზე ნაკლებად Skoda Fabia და Skoda Kamiq დაზარალდა, მათი მიწოდება 6.0% და 6.1%-ით შემცირდა.

Skoda Enyaq

„COVID-19-ის პანდემიამ და ნახევარგამტარების დეფიციტმა ჩვენი ზრდა მნიშვნელოვნად შეანელა. ველით, რომ არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. დიდი მოთხოვნაა მომხმარებლების მხრიდანაც. ჩვენი მოტივირებული გუნდის წყალობით ყველაფერს შევძლებთ“… ŠKODA-ს აღმასრულებელი დირექტორი თომას შაფერი.

მიუხედავად გამოწვევებისა, Skoda-მ ხაზი გაუსვა თავის პირველ ელექტრომობილს Skoda Enyaq iV-ს და „ძლიერ დასაწყისზე“ ისაუბრა. 2021 წელს ელექტრომობილის, თითქმის, 45,000 ერთეული გაყიდეს.

Skoda 2021

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRolls-Royce-მა 2021 წელს გაყიდვების ყველა დროის რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატია2024 BMW M5-ის ჯაშუშური ფოტოები