საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანები/ჯავშანმანქანა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების არსენალში “ირიცხებიან”

როდესაც დღის წესრიგში სისწრაფე და შესრულება დგას, მსუბუქი სამხედრო მანქანების/ჯავშანმანქანების გამოყენება ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური გზაა.

ამ მანქანებს ყველა ტიპის საბრძოლო გარემოში, ყველა ტიპის რელიეფზე, ყველანაირ კლიმატურ პირობებში შეუძლიათ მოქმედება.

ჯარების ტრანსპორტირება, ტვირთის გადაზიდვა, ბუქსირება, იარაღის გადატანა, ის ასავე საუკეთესო პლატფორმაა იარაღისთვის.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ჯავშანტექნიკას, რომლებიც თავის კლასში საუკეთესო „მეგზურები“ და ომის „პარტნიორები“ არიან.

Iveco (LMV)

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Iveco Light Multirole Vehicle-მსუბუქი, მრავალფუნქციური სამხედრო მანქანა

Iveco-ს თავდაცვის მანქანას, მსუბუქ მრავალფუნქციურ ავტომობილს, (LMV) მოდულარული დიზაინის წყალობით არაერთი ვარიაციის შემუშავება შეუძლია.

ეს იქნება სხვადასხვა განზომილება, სახურავის ცვლილება, სხეულის კონფიგურაცია თუ სხვა.

გარდა ამისა, მისიიდან გამომდინარე, მანქანები აღჭურვილია მსუბუქი, საშუალო ან მძიმე დაცვითი ნაკრებით, ასევე დამატებითი STANAG 4569 Level 3 (ბალისტიკური) და Level 2ა (ნაღმების) დაცვით.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Iveco LMV შეიქმნა იმისათვის, რომ წარმატებით გაუმკლავდეს სამხედრო ოპერაციებს

LMV შეიქმნა იმისათვის, რომ წარმატებით გაუმკლავდეს სამხედრო ოპერაციებს და ეკიპაჟის წევრებისთვის უზრუნველყოს კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა.

2003 წლის ბოლოს, იტალიის არმიამ 60 ერთეულ LMV-ის საწყის პარტიაზე გააფორმა კონტრაქტი. აქედან 2 საცდელ ვერსიად გამოიყენებოდა, ხოლო დანარჩენი 58 დანაყოფებზე გადანაწილდა.

Iveco LMV ევროპაში პოპულარულ, მსუბუქ ჯავშანმანქანად ითვლება. ის მსოფლიოს მასშტაბით 9 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გამოიყენება.

TATA LAMV

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
TATA LAMV ინდური Tata Motors-ის მიერაა შემუშავებული

TATA LAMV ინდური Tata Motors-ის მიერაა შემუშავებული. მანქანა, ზოგადად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მის მთავარ მომხმარებლად ინდოეთის არმია ითვლება.

ერაყისა და ავღანეთის ომებმა აჩვენა, რომ  მსგავსი ტიპის დაცული მანქანების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ასეთი მანქანები ურბანულ ზონებში წარმატებით უმკლავდებიან- იარაღის თავდასხმას, ჭურვების ნამსხვრევებს და ფარულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
ეკიპაჟის 6-კაციან განყოფილებაში ნაღმებისგან დაცული სკამებია განთავსებული

TATA LAMV-ს ყოვლისმომცველი თავდაცვითი სისტემა აქვს, ეს მოიცავს კერამიკულ/კომპოზიტურ ჯავშანს, ეკიპაჟის განყოფილებას/კაბინას, ტყვიაგაუმტარ საქარე მინას, “V- ფორმის” კორპუსს და სხვ.

ეკიპაჟის 6-კაციან განყოფილებაში ნაღმებისგან დაცული სკამებია განთავსებული. LAMV-ის ძირითადი მისია- შეიარაღებული დაზვერვა, პატრულირება და კოლონების დაცვაა.

Hawkei

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
მანქანას სახელწოდება ავსტრალიური, სასიკვდილო ჯიშის გველის, Hawkei-ს „საპატივცემულოდ“ დაარქვეს.

მანქანას სახელწოდება ავსტრალიური, სასიკვდილო ჯიშის გველის, Hawkei-ს „საპატივცემულოდ“ დაარქვეს.

Hawkei-ს 6 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია და ის გვთავაზობს დაცვას- IED-ებისგან, (კუსტარულად დამზადებული ბომბები) ნაღმებისგან და მცირე ცეცხლსასროლი იარაღისგან.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Hawkei მსუბუქი ჯავშანმანქანაა, რომელიც სპეციალურად ავსტრალიის თავდაცვის ძალების სპეციფიკაციის დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი.

Hawkei მსუბუქი ჯავშანმანქანაა, რომელიც სპეციალურად ავსტრალიის თავდაცვის ძალების სპეციფიკაციის დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი.

Thales Australia ამ მანქანებს თავდაცვის დეპარტამენტის Land 121 Phase 4 პროგრამისთვის ამზადებს. პროგრამის მიზანი ავსტრალიის არმიაში Land Rover-ების ჩანაცვლებაა.

Hawkei Steyr V6 დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, ის 268 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანის კორპუსი აფეთქებისგან დაცულია, ავტომობილი სხვადასხვა სიტუაციებში- გარდაქმნის და ოპერატიული მანევრირების საშუალებას იძლევა.

Terrier LT-79

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Terrier LT-79 მრავალფუნქციური მანქანაა, ის აღჭურვილია, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციებით

Terrier LT-79 მრავალფუნქციური მანქანაა, ის აღჭურვილია, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი მექანიზმებით. ის საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია SWAT გუნდებისთვის, სამართალდამცველების და სამხედრო პერსონალისთვის.

ეს ჯავშანმანქანა შესანიშნავად მუშაობს მინდორში, იცავს პირდაპირი თავდასხმის დროსაც და თან საკმაოდ ეფექტურადაც.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
ტერიერი გაძლიერებულ, სამხედრო Toyota VDJ79 შასიზეა აგებული

მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ეს პლატფორმა შექმნილია იმისთვის რომ იყოს- კომპაქტური, მოქნილი და კარგი გამავლობის, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებშიც კი.

ტერიერი გაძლიერებულ, სამხედრო Toyota VDJ79 შასიზეა აგებული. იგივე შასზეა დაფუძნებული ცნობილი სამოქალაქო Land Cruiser 70 Series-ი.

მას 4.5 ლიტრიანი, V8 ტურბო დიზელის ძრავი და 5 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია აქვს.

TAG Doberman RAAV

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
TAG Doberman RAAV-ი სწრაფადმოძრავი ჯავშანტექნიკაა

TAG Doberman RAAV-ი სწრაფადმოძრავი ჯავშანტექნიკაა. ეს მაღალსიჩქარიანი, მაღალი ხარისხის მანქანა Cummins სამხედრო ძრავით 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მას საკმაოდ ეფექტური ტვირთამწეობის უნარი აქვს. აღჭურვილია იარაღის სადგურით და ეკიპაჟის აღჭურვილობით.

ავტომობილი გადარჩენის მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Doberman-ს ნახევრად მონოკოკური, შედუღებული კონსტრუქცია აქვს

Doberman-ს ნახევრად მონოკოკური, შედუღებული კონსტრუქცია აქვს. ბრონირებულ კაბინაში ნაღმგამძლე სავარძლები და საკმაოდ ეფექტური უსაფრთხოების ღვედები აქვს.

დობერმანი არის მანქანა, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიმატში, ნებისმიერ რელიეფზე, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი კრიზისის თუ საგანგებო მდგომარეობის დროს.

EAGLE (LATV)

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
EAGLE მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანაა

EAGLE-ი მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანაა (LATV). General Dynamics European Land Systems-Mowag-ის მიერ წარმოებული Eagle 6×6 მის წინამორბედებზე ბევრად ეფექტური მანქანაა.

ავტომობილი მაღალი ხარისხის ჯავშანტექნიკისგან დამზადებული ინტერიერითაა აღჭურვილი.

ბალისტიკური საფრთხის, ნაღმების და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან თავდასაცავად კორპუსი ფოლადის/კომპოზიტური მოდულარული დანამატი ჯავშანტექნიკით და ნაღმებისგან დაცვის ნაკრებითაა აღჭურვილი.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
მანქანა 10 ტონას იწონის. მისი მაქსიმალური სიჩქარე 112 კმ/სთ-ია.

მანქანას დისტანციურად „კონტროლირებადი“ იარაღის სადგური აქვს, ის 50 მმ-იანი იარაღით და ყუმბარმტყორცნითაა აღჭურვილი.

მანქანა 10 ტონას იწონის. მისი მაქსიმალური სიჩქარე 112 კმ/სთ-ია.

EAGLE ხელმისაწვდომია 6×6 კონფიგურაციითაც, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც-ჯავშანტრანსპორტიორი, სასწრაფო დახმარების მანქანა, დაზვერვა, ლოჯისტიკა ან სამხედრო პოლიციის მანქანა.

Cadillac Gage Commando

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Cadillac Gage Commando ამერიკული წარმოების, ადრეული ცივი ომის ეპოქის ჯავშანმანქანაა

Cadillac Gage Commando ამერიკული წარმოების, ცივი ომის ეპოქის ჯავშანმანქანაა. ეს მრავალმხრივი მანქანა შეიძლება გამოიყენონ, როგორც ჯავშანტრანსპორტიორი, სადაზვერვო მანქანა ან იარაღის გადამზიდი.

ადრეული ვარიანტები ვიეტნამის ომში გამოიყენეს. ასევე 1990-იან წლებამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებსაც მიჰყიდეს.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
Commando თანამედროვე ASV-150 / M1117 Guardian-ის წინამორბედია.

Commando თანამედროვე ASV-150 / M1117 Guardian-ის წინამორბედია.

გზებზე კომანდო საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. დიდი ბორბლები თითქმის ყველანაირ რელიეფზე ადეკვატურ მუშაობას უზრუნველყოფენ.

200 ცხენის ძალის მქონე ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ძრავის წყალობით მანქანა მაქსიმალურ, 99 კმ/სთ-იან სიჩქარეს უზრუნველყოფს.

Cobra

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
თურქული კომპანია Otokar Otobus Karoseri Sanayi მსუბუქი ჯავშანტექნიკის Cobra-ს ხაზს აწარმოებს.

თურქული კომპანია Otokar Otobus Karoseri Sanayi მსუბუქი ჯავშანტექნიკის Cobra-ს ხაზს აწარმოებს.

Cobra-ს დიზაინის მექანიკური კომპონენტები HMMWV-დან, AM General-ის მიერ აშშ-ში 1997 წელს წარმოებული ავტომობილიდანაა აღებული.

კობრას ოჯახი დაბალი პროფილით გამოირჩევა და მისი ტრანსპორტირება თვითმფრინავის, ვერტმფრენის, სატვირთო მანქანის ან რკინიგზის საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი.

საუკეთესო მსუბუქი სამხედრო მანქანა/ჯავშანმანქანა, სხვადასხვა შეიარაღებული ძალების სამსახურში
კობრას კორპუსი მთლიანად შედუღებული ფოლადისაგან შედგება

კობრას კორპუსი მთლიანად შედუღებული ფოლადისაგან შედგება და აღჭურვილია ფართო, სრულად გახსნილი გვერდითი და უკანა კარებით.(ეს ეკიპაჟის სწრაფ ჩაჯდომა-გადმოსვლას უზრუნველყოფს)

გარდა ამისა, მანქანა აღჭურვილია სახურავის ლუქებით და სწრაფი გამოღწევის სისტემით.

სამხედრო ტერმინების/აბრევიატურების განმარტებები:

  • (LMV)-Light Multirole Vehicle-მსუბუქი მრავალფუნქციური მანქანა
  • (LAMV)-Light Armoured Multipurpose Vehicle-მსუბუქი მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა
  • (LPV)-Light Protected Vehicle- მსუბუქი დაცული მანქანა
  • (LTALV)-Light Tactical Armored Vehicle-მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანა
  • (LAV)-Light Armored Vehicle-მსუბუქი ჯავშანმანქანა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ჯავშანმანქანა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]