20 ივლისს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ასოციაციაში Rolls-Royce – მა სიტყვა “Droptail” დააპატენტა. დიდი ალბათობით ამ სახელით მოგვევლინება ბრენდის შემდეგი შედევრი.

ხუთი წლის წინ Rolls-Royce -მა Villa D’estee -ში Sweptail წარმოადგინა, რომელიც ერთ-ერთი ინკოგნიტო მილიარდერისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა.

უნდა ვთქვათ, რომ Sweptail ნამდვილად დიდებული გამოვიდა, სწორად მის მიმართ ჭარბმა ინტერესმა განაპირობა, რომ Rolls-Royce-ს დღეს ამ მიმართულებით მთლიანი განყოფილება აქვს, ეს განყოფილება მდიდარი კლიენტების ინდივიდუალურ შეკვეთებს ემსახურება. მოგვიანებით Rolls-Royce Sweptail-ი, Boat Tail-მა შეცვალა, რომელიც სულ 3 ცალი გამოვა.

პირველი მათგანის დებიუტი 2021 წლის მაისში გაიმართა, Boat -ის მეორე მოდელი ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა, ხოლო მესამე მოდელს 2023 წლისთვის ველოდებით.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ამ შედევრების შექმნას გარკვეული დრო სჭირდება, როლს-როისს ჯერ მესამე Boat Tail -ი ჰყავს გამოსაშვები. პირველად Boat Tail-ის სახელი კომპანიამ 2018 წელს დაარეგისტრირა, ხოლო მზის სინათლე 2021 წელს იხილა, თუ ამ ლოგიკას დავეყრდნობით Droptail-ს 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ.

ასე რომ წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, Rolls-Royce-ის “მდიდარი კლიენტები” დასხდებიან Goodwood-ში, ან დუბაიში და ბრენდის დიზაინერებთან ერთად მოიფიქრებენ რამე დახვეწილს, განსაკუთრებულს, როგორც Rolls-Royce -ს შეეფერება.

რაც შეეხება Droptail -ის ფასს CarBuzz ვარაუდობს, რომ 28 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Rolls-Royce Droptail

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]