დიდი ზომის ელექტრო კუპეს, Rolls-Royce Spectre-ის “ჯაშუშური” თიზერი გავრცელდა

Rolls-Royce-მა პირობა დადო, რომ კომპანია ათწლეულის ბოლომდე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას შეაჩერებს.

გუდვუდის ულტრა ფუფუნების ბრენდი რამდენიმე წელიწადში „ელექტრულ გამზირზე“ გადაინაცვლებს, Spectre კი მისი “პიონერი” იქნება.

ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კუპე პირველად სექტემბერში ვიხილეთ, ახლა კი ელექტრომობილის ჯაშუშური კადრები ვრცელდება.

Gallery: Rolls-Royce Spectre 

ავტომობილის საფარველზე ჩარლზ როლსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატაა დატანილი:

„უნდა ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ ყველაფერში, რასაც აკეთებ. მიიღე საუკეთესო და გახადე ის უკეთესი“

პროტოტიპი, ერთი შეხედვით, შესაძლოა Wraith-ს მიამსგავსოთ, თუმცა, ის ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული მანქანაა.

შედარებისთვის, ის V12 კუპესგან განსხვავებით BMW-ს პლატფორმაზე არ არის დაფუძნებული. ის უნიკალურ, Rolls-Royce-ის, პომპეზურად წოდებულ- “ფუფუნების არქიტექტურაზეა“ აგებული. (ამ პლატფორმას იყენებს Ghost, Phantom და Cullinan-ი)

სპექტრს Wraith-ის მსგავსად  ე.წ “suicide doors” აქვს. მის გვერდით პროფილს უფრო გამოკვეთილი სილუეტი აქვს.

შენიღბვის ქვეშ მარტივად შეიმჩნევა დღის ლედ ფარები. ძირითადი ფარები ბამპერზე დაბლაა განლაგებული, მსგავსი წყობა კი ახლახან წარმოდგენილ Concept XM-ს ახასიათებს.

RR-მა პირობა დადო, რომ თავის შთამბეჭდავ, სახასიათო ცხაურს ელექტრომობილებზეც შეინარჩუნებს და ამ „შილიფად“ შენიღბული პროტოტიპით თუ ვიმსჯელებთ ავტომწარმოებელი დაპირებს ასრულებს.

უკანა ნაწილზე და სამუხრუჭეებზე ზუსტი „დიაგნოზის“ დასმა ვერ ხერხდება, სავარაუდოდ, უკანა მაშუქები ვერტიკალურადაა განლაგებული.

ტექნიკური მახასიათებლები „საიდუმლოებითაა მოცული“, თუმცა, „კულუარული“ ინფორმაციით მას BMW iX M60-ის მსგავსი კონფიგურაცია ექნება.

აღსანიშნავია, რომ ბავარიის მეორე M მანქანის პრემიერა მომავალ კვირას ლას-ვეგასში, CES-ზე შედგება. ავტომობილის სრულამძრავიანი ორმაგი ელექტროძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Rolls-Royce Spectre-ს გაყიდვაში 2023 წლის ბოლოს ჩაეშვება.

Spectre

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაVW ID. Buzz-ის ახალი თიზერი გვპირდება, რომ რეტრო ფურგონი მალე გამოვა
შემდეგი სტატიაDaihatsu ტოკიოს ავტო შოუზე პატარა ზომის სალაშქრო კონცეფციას წარადგენს