Rolls-Royce-ის 2021 წლის რეკორდი. ავტომწარმოებელმა, თითქმის, 5600 ავტომობილი გაყიდა

ბოლო 12 თვის განმავლობაში ახალი მანქანების მიწოდებასთან დაკავშირებით მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითადი მწარმოებელი სირთულეებს განიცდიდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთ უფრო ეგზოტიკურ და ექსკლუზიურ ავტომწარმოებელებს ინდუსტრიის პრობლემებთან მიმართებით იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ.

Gallery: Rolls-Royce Cullinan Black And Bright Collection

Bentley-სთან ერთად, რეზისტენტობა Rolls-Royce-მაც გამოავლინა და 2021 წელს გაყიდვების საუკეთესო შედეგი დადო.

გასულ წელს Rolls-Royce-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5,586 მანქანა გაყიდა ეს მაჩვენებელი ბრენდის 117-წლიანი არსებობის ისტორიაში წლიური გაყიდვების თვალსაზრისით, რეკორდულია.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 49%-იან ზრდას აჩვენებს.

ავტომწარმოებელი დეტალებში ჩაღრმავების გარეშე ამბობს, რომ უზარმაზარი ზრდა და ამ გასაოცარი შედეგის დადება, Ghost-ის და Cullinan-ის დამსახურებაა. მათ Phantom-ის როლსაც გაუსვეს ხაზი.

„ეს წელი Rolls-Royce Motor Cars-ისთვის, მართლაც ისტორიული იყო“- კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.

აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა თავისი თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომას და ერთგულებას.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი წლიური გაყიდვა დავაფიქსირეთ. ჩვენი Black Badge ოჯახისთვის უახლესი დამატება შევქმენით, ჩვენი ავტომშენებლობის შესაძლებლობებით მსოფლიო გავაოცეთ და ჩვენი ელექტრულული მომავლისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით. ეს შედეგი თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა.

Rolls-ის გუდვუდის ქარხანა ამჟამად მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს. მარკაში 2000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 2022 წლის სექტემბერში 37 სტაჟიორის დამატებას გეგმავს, აღსანიშნავია რომ ეს ციფრიც რეკორდული მაჩვენებელია.

Rolls-Royce 2021

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
შემდეგი სტატიაSkoda-ს გაყიდვები 2021-ში 12,9%-ით შემცირდა