Rolls-Royce-მა კიდევ ერთი ექსკლუზიური Boat Tail-ი წარადგინა, ამჯერად ავტომობილი “ვარდისფერი მარგალიტითაა” შთაგონებული

Rolls-Royce-მა თავისი შთამბეჭდავი პროექტის Boat Tail-ის კიდევ ერთი ეგზემპლარი წარადგინა. პრეზენტაცია იტალიაში კომოს ტბაზე Villa d’Este-ში Concorso d’Eleganza-ს ფარგლებში შედგა.

ეს Boat Tail-ი სპეციალური კლიენტისთვის შეიქმნა. ის ამ მოდელის ბოლო ეგზემპლარია, რომლის ნახვასაც შევძლებთ. პირველი მაგალითი, საზოგადოებამ 2021 წელს იხილა, ხოლო მესამე მაგალითის მფლობელის ვინაობა კონფიდენციალურია.

მიუხედავად იმისა, რომ Rolls Royce-ს მეორე Boat Tail-ის ღირებულება არ დაუსახელებია სამივეს ფასი, დაახლოებით, 28 მილიონი დოლარია.

Rolls Royce-ის უნიკალური კაბრიოლეტი ხელითაა შექმნილი. დიზაინერები მომხმარებლებთან თანამშრომლებით თითოეულ მოდელს ინდივიდუალურ დეტალებს უსადაგებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ Phantom-ის პლატფორმა, 6.75-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V12 და ალუმინის კორპუსის პანელები პირველი Boat Tail-ის იდენტურია, მეორე ეგზემპლარს სრულიად განსხვავებული სპეციფიკაცია აქვს.

Rolls-Royce-მა კლიენტის ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა თქვა, რომ ის ხელოვნების დიდი მოყვარული და კლასიკური მანქანების კოლექციონერია.

თემა და ინსპირაცია მარგალიტის ნიჟარებია. ექსტერიერის ფერების შექმნის პროცესი ავტომწარმოებლის დიზაინერებისთვის საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა.

PHOTO GALLERY: Rolls Royce Boat Tail

მოკვდავთა ენაზე ავტომობილი ღია ვარდისფერია, რომლის გრადაცია გარემოპირობებზე და განათებაზეა დამოკიდებული.

ავტომობილის ცხაური და კაპოტი კონსტრასტული კონიაკისფერი ტონალობითაა წარმოდგენილი, მათი ელფერი ინტერიერს კომპოზიციურად ერწყმის და მათ შეკრულ, დაბალანსებულ იერს აძლევს.

უკანა ნაწილში პეპლისებრი ეფექტი შენარჩუნებულია, ვარდისფერი ოქროსჩანართებიანი დიზაინი და სამეფო კაკლის ფაქტურა კაპოტის კონიაკისფერ ელფერს ესადაგება.

ინტერიერში, როგორც უკვე აღვნიშნე კონიაკის და ხამანწკისფერი ჩრდილების კომბინაციაა გამოყენებული, მეორდება სამეფო კაკლის და ვარდისფერი ოქროს ჩანართები.

საინტერესოა, რომ Rolls-Royce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა, ავტომშენებლობის პროცესი საავტომობილო ინდუსტრიის „ოტ კუტიურად“ შეაფასა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Rolls-Royce Boat Tail

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]