Tesla Cybertruck-ის წარმოება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს ფაქტი ელექტრო პიკაპების ბაზრის პოპულარობას ხელს საერთოდ არ უშლის.

ამ თვის დასაწყისში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ორი სრულად ელექტრო პიკაპი Rivian R1T და Ford F-150 Lightning ერთმანეთზე მიბმული თოკის გაწევაში შეეჯიბრნენ.

როდესაც ფორდმა ახალი F-150 Lightning-ისთვის მარკეტინგული აქტივობები დაიწყო, ვეტერანი ავტომწარმოებლი გამოცდილ და საიმედო F-150-ს გზას გაჰყვა. თავისი არსით Lightning იგივე F-150-ია, ოღონდ ელექტრო.

რეკლამებში Ford-ი აქცენტს პიკაპის სიუხეშესა და გამძლეობაზე აკეთებდა, ამის საფუძველს კი ფორდს F-150-ის ბეგრაუნდი აძლევდა, რომელიც აგერ უკვე ათწლეულების განმავლობაში ლიდერობს ამერიკის გზებზე.

მეორე მხრივ Rivian R1T – წარმოუდგენლად გამძლე და შეკრული ელექტრომობილი, რომელიც უკაცრიელ გზებზე არაერთხელ არის გატესტილი.

თუმცა Rivian-ის სარეკლამო კამპანიები R1T-ს წარმოაჩენს, როგორც პრაქტიკულ საოჯახო პიკაპს, რომელიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის და ა.შ. ამასთან Lightning-ისგან განსხვავებით, R1T გაცილებით მომცრო ზომისაა.

ორ ელექტრო პიკაპს შორის, სხვა ძირითადი განსხვავებებიც არსებობს. პირველ რიგში, F-150 Lightning-ს ორი ელექტროძრავა აქვს, ხოლო Rivian R1T-ს ოთხი.

მიუხედავად იმისა, რომ R1T მის კონკურენტზე მომცროა, წონით ის Lightning-ზე მეტია. ასევე, თუ R1T მაღალი გამავლობის საბურავებით არის აღჭურვილი, Lightning-ს ჩვეულებრივი გზის საბურავები უყენია.

R1T-ს და Ford F-150 Lightning-ის თოკის გაწევის ვიდეო ელექტრომობილების მოყვარულმა ბლოგერმა Tesla Raj-მა გამოაქვეყნა.

ორი მანქანა რამდენჯერმე შეეჯიბრა ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში Rivian R1T-მ თავისი მეტოქე დაუნდობლად დაამარცხა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს Ford F-150 Lightning-ს ბალახზე Rivian R1T.

Rivian R1 T-ის გამარჯვება Ford F-150 Lightning-ის წინააღმდეგ, რიგი ფაქტორებით არის განპირობებული.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ Rivian-ის წონა ნამდვილად მის სასარგებლოდ მოქმედებდა, ხოლო მაღალი გამავლობის საბურავები, Lightning-ისგან განსხვავებით მას ბალახზე მოჭიდებას უადვილებდა.

არავინ იცის როგორ დასრულდებოდა შეჯიბრი, ასფალტიან გზაზე რომ ჩატარებულიყო, ასფალტზე Lightning სავარაუდოდ უფრო მდგრადი იქნებოდა.

ნახეთ თოკის გაწევის ვიდეო: Rivian R1T VS Ford F-150 Lightning

Rivian R1T Ford F-150 Lightning

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაHyundai Ioniq 6-ის ახალი რეკორდი
შემდეგი სტატია0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 1 წამში? Rimac-ის ინჟინერი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში